თამო კეშელავა: არავინ მოგატყუოთ, რომ ილიას გზა თერგს იქეთ იყო, წავიდა, ნახა, ჩამოვიდა და თქვა: – საქართველოს რუსეთთან შეერთება, ერის სიკვდილია

“დავიწყებ იმით, რომ დღეს ბევრნი უნდა ვიყოთ აქციაზე.
რატომ არ გამოდის ხალხი?
ჯერ უნდა ვაღიაროთ, რომ მუხტი დაეცა, ვინც ამას არ აღიარებს, მტერია, რადგან ავადმყოფობას თუ არ აღიარებ, კვდები – ჭეშმარიტებაა.
დაეცა იმიტომ, რომ ხალხს დაეკარგა ოპოზიციის ნდობა, ისიც, რაც ჰქონდა.
ვერ ხედავენ, რომ ისინი წაუძღვებიან.
დაეკარგა იმიტომ – რომ ოპოზიცია არის არათანმიმდევრული.
ჯერ თქვა, რომ გეგმაა საჭირო – მერე დაანონსა სამჯერ გეგმა და მერე თქვა, რომ გეგმა არაა საჭირო – ეს პოლიტიკა არაა, ეს ზრდასრულის ქცევაც კი არაა.
ოპოზიცია არ უხსნის ხალხს, რას ელოდება, შესაბამისად, ხალხი თვლის, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლას ელოდება.
ყველამ ვიცით, რომ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ამჯერად უკვე ქვეყნისთვის.
ყველამ ვიცით, რომ გადამწყვეტი წინასაარჩევნო კამპანია არ ჩაატარა ოპოზიციამ, მაგრამ ახლა ქვეყნისთვის, მართლა გადამწყვეტი მომენტია.
ვინც მეტყვის, რომ ახლა ამის დრო არ არის, ქუჩას შეხედოს. ზუსტად ახლაა ამის დრო, რომ ნდობა გაზარდოს როგორმე ოპოზიციამ, სხვა დრო აღარ გვექნება.
პირველ დღეებში ქუხდა სოც, ქსელი, ახლა ეგაც მიჩუმდა, იმასაც კი არ ითხოვს ხალხი, მანდატის გაუქმებაზე ინდივიდუალურად დაწერეთ განცხადებებიო.
თავების დათვლა, თავად ოპოზიციამ დაიწყო, თქვა და სწორად თქვა, რომ ბევრნი უნდა ვიყოთ ქუჩაში და ეს მნიშვნელოვანია.
თქვა, რომ მთავარი ბრძოლა ქუჩაშია და კი, ეგაც მართალია!
მაგრამ მერე თავად გაფანტა ხალხი, ვუყურებდი, როგორ მიდიოდნენ ახალდაწყებული აქციიდან ადამიანები, რომლებმაც თავი შეურცხყოფილად იგრძნეს დაანსებული გეგმის არგამოცხადებისას და კიდევ ბევრი რამის გამო.
ოპოზიცია ამბობდა, რომ მნიშვნელოვანია მსოფლიოს გავაგონოთ ხმა.
ახლა, ისევ ოპოზიცია მეუბნება საყვედურს, რატომ ითვლი, რამდენი ადამიანი გამოდისო.
იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვანია.
იმიტომ, რომ მთავარი ბრძოლა მანდაა.
კიდევ ერთი:
ოპოზიციის სულელური “გაპრავება” – მოდი, არ გვაინტერესებდეს ოპოზიცია და ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ, ჩვენით გამოვიდეთ.
ეს პოლიტიკური პროცესებია.
მას სჭირდება პოლიტიკოსები.
ეს ელემენტარულია და თუ დავიკიდე ოპოზიცია, მის აქციაზე რაღატომ უნდა გავიდე? რა სისულელეა ეს. ვინ მოიგონა?
ხოდა, ეს და სხვა საკითხები, რასაც ვიძახით დან მოყოლებული, უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციამ, თუ უნდა გადარჩეს. კიდევ აქვს მინიმუმ 24 საათი, დღეს სტუმრებს დავხვდებით და ხვალამდე მოიფიქროს, რა უნდა, სად უნდა, ვისთან უნდა.
დღეს კი, მართლა დავიკიდოთ, ყველა და ყველაფერი დავიკიდოთ დღეს და გავიდეთ ჩვენთვის, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.
19 საათზე.
ვაჩვენოთ, როგორ ვიცით სტუმრების დახვედრა.
8 ქვეყნის წარმომადგენელია ჩამოსული ქვეყანაში, მთავრობა არ ხვდება – რუსი გავრილოვი რომ ჩამოსულიყო, ხომ შეხვდებოდნენ?
ხოდა, ხალხი დავხვდეთ.
ხალხი ვართ საქართველო.
ჩვენ ვართ საქართველო.
შენ ხარ საქართველო.
და არავინ მოგატყუოთ, რომ ილიას გზა თერგს იქეთ იყო, წავიდა, ნახა, ჩამოვიდა და თქვა: – საქართველოს რუსეთთან შეერთება, ერის სიკვდილია,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს