თამარ ჩხეიძე: პროტესტი წარმატებით ახერხებს ბეწვის ხედზე სიარულს. იმედი მაქვს ეს ასეც გაგრძელდება და ქვეყანა თავის სასიცოცხლოდ აუცილებელ მიზანს მიაღწევს და დემოკრატიულ, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად თავს დააღწევს რუსულ შემოტევას

პოლიტიკოსი თამარ ჩხეიძე:
ქართული საზოგადოების უხანგრძლივესი უწყვეტი პროტესტი თავის საპარლამენტო და საერთოდ ბოიკოტიანად და მოკავშირეებთან მუშაობიანად, მიუხედავად საბოლოო მიზნის ჯერ ვერ განხორციელებისა, სინამდვილეში უაღრესად წარმატებული პოლიტიკური პროცესია და ის მეთოდურად მიიწევს მიზნისკენ. ვინც საპირისპიროს ამტკიცებს, ან სპეციალურად ქოცებს უწყობს ხელს, ან რაც უფრო ხშირია, მხოლოდ ემოციებით მოქმედებს და არა გონებით. (რაც სამწუხაროდ, უაღრესად ტიპიურია).
ამ პროცესის სრულიად და თანმიმდევრულად მშვიდობიანი და არაძალადობრივი ხასიათი და ამავე დროს გლობალურ პროცესთან აუცილებელი სინქრონიზაცია, არსებულ ვითარებაში მისი აუცილებელი თვისება და სიძლიერეა.
ხელისუფლება ამ პროცესის შესუსტება_ მოშლაზე მუშაობს. ერთის მხრივ ის ცდილობს ოპოზიციის ერთი ნაწილის ფსევდო არჩევნებში შეთრევით საფრთხე შეუქმნას და მინიმუმ გააბუნდოვნოს არალეგიტიმურობის საკითხი, მეორე მხრივ, იგი უშედეგოდ ცდილობდა და ცდილობს პროტესტის მშვიდობიანობა, სრული კონსტიტუციურობა ეჭვ ქვეშ მოაქციოს.
პროტესტი წარმატებით ახერხებს ბეწვის ხედზე სიარულს. იმედი მაქვს ეს ასეც გაგრძელდება და ქვეყანა თავის სასიცოცხლოდ აუცილებელ მიზანს მიაღწევს და დემოკრატიულ, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად თავს დააღწევს რუსულ შემოტევას.

ასევე დაგაინტერესებთ