პოლიტიკოსი თამარ ჩხეიძე:
ზელენსკის სიმტკიცემ და ევროპის ერთიანმა მყარმა პოზიციამ კვლავ გამოასწორა პოზიცია ჩვენს სასარგებლოდ და ბოროტების იმპერიის საწინააღმდეგოდ. პუტინმა ალასკაში გარდა თავის თავის ლეგალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯისა, შექმნა სიტუაცია ზელენსკის ვითომ მშვიდობის საწინააღმდეგო წამგებიან პოზიციაში ჩაყენებისა.
ამას შეიძლება მოყოლოდა ტრამპის მხრიდან უკრაინის საწინააღმდეგო ნაბიჯებიც (სამხედრო შეიარაღების და სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეწყვეტა); მაგრამ სიმართლე ოპერატიული, დარაზმული, ენერგიული, მობილიზებული და ეფექტური აღმოჩნდა და ამ ეტაპზე საფრთხე აცილებულია.
გამარჯვება უკრაინას და დემოკრატიულ სამყაროს! ამაშია საქართველოს ევროპული, ესე იგი ნორმალური მომავალიც.