თამარ ჩხეიძე: გუშინდელმა დღემ აჩვენა, საზოგადოების მოძრაობის გრანდიოზულობა და მისი კვლავ მშვიდობიანი ხასიათი. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

პოლიტიკოსი თამარ ჩხეიძე:

საყოველთაო მშვიდობიანი პროტესტისთვის სახის შეცვლა ვერ განხორციელდა, რაც რეჟიმისთვის დიდი იმედგაცრუებაა. გამარჯვება არსებულ სიტუაციაში ხანგრძლივი პროცესია და აგრესორის წინააღმდეგ დემოკრატიული სამყაროს ბრძოლასთანაცაა მჭიდროდ დაკავშირებული.

გუშინდელმა დღემ აჩვენა, საზოგადოების მოძრაობის გრანდიოზულობა და მისი კვლავ მშვიდობიანი ხასიათი. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.