„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის ინფორმაციით, პარტია 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე გასვლას გეგმავს.
როგორც ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, “პროტესტი გრძელდება.“
„დღეს, 20:00 საათზე, ფედერალისტები რუსთაველზე, ჩვეულ ადგილას ვიქნებით. პროტესტი გრძელდება. ვისაც კითხვები გაქვთ, გიპასუხებთ“,- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.