თამარ ბუჩუკური: თქვენს ნათლულებსაც სცემენ და იტაცებენ პატრიარქო ბავშვებს სცემენ, ბავშვებს ასახიჩრებენ მანდვე ახლოს

პარტია “კანონი და სამართალი”-ს  პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
თქვენს ნათლულებსაც სცემენ და იტაცებენ პატრიარქო 🥲
ბავშვებს სცემენ, ბავშვებს ასახიჩრებენ მანდვე ახლოს, რუსთაველზე, ამ წუთებშიც პატრიარქო.
თქვენ პლასტმასის კაცუნებისკენ მიმართული ფეიერვერკი გაწუხებთ, მე – ცემისგან გონება დაკარგული, დალეწილი ბავშვები.
თქვენი ნათლულები მაინც დაიცავით, მრწამსს რომ უკითხავდით, ის ბავშვები. ესენი ევროპული მომავლისთვის იბრძვიან, იმ ევროპისთვის – თქვენც რომ გისარგებლიათ, თავი რომ გადაგირჩენიათ…
განა რამე სერიოზული – სულ ორი სიტყვა მაინც დაწერეთ:
“სოლიდარობა მომიტინგეებს…”

ასევე დაგაინტერესებთ