თამარ ბუჩუკური: ერთმა ქართველმა ვატიკანი ფეხზე დააყენა, არ წყდებოდა ტაში და აპლოდისმენტები (ვიდეო)

“გუშინ, ერთმა ქართველმა ფეხზე დააყენა, არ წყდებოდა ტაში და აპლოდისმენტები. ქართველი პიანისტი საგანგებოდ მიიწვიეს, როგორც გენიოსი. დიახ, ირმა გიგანმა სოლოკონცერტი გამართა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და კულტურულ სახელმწიფოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე კულტურულმა სახელმწიფომ ქედი მოიხარა მისი ნიჭის, კლავიშის ჯადოქრობის, იდეალურიბის წინაშე.
ვუსმენ ირმას, ვფიქრობ პატარა, მაგრამ დატვირთვით უდიდეს ვატიკანზე და მსოფლიოს მასშტაბით ასობით ათას პიანისტს შორის ერთადერთის და განუმეორებელის შერჩევაზე. და ეს ერთადერთი ქართველი რომაა და ეს ქართველი ჩვენი ირმა გიგანი რომაა… ძალიან მეამაყება, ძალიან.
ვფიქრობ ამ ყველაფერზე, თან ძალიან მიხარია და თან გული მწყდება, რომ ქართველია… ფრანგი რომ იყოს, ავსტიელი ან თუნდაც ეთნიკური სომეხი, წარმომიდგენია როგორ აჭრელდებოდა პრესა, რა მოხდებოდა ტელევიზიებში და როგორი სიამაყის “აფეთქება” იქნებოდა ხალხში… განა ეს ვირტუოზებს სჭირდებათ, არა, ჩვენ თვითონ გვჭირდება, რომ ვიგრძნოთ, რამდენად დიდი და ნიჭიერი ერი ვართ…
ვუსმენ, ვფიქრობ და ვოცნებობ, ჩვენც გავიზარდოთ იმდენად, რომ ჩავწვდეთ დიდ ნიჭს, ვისწავლოთ ნიჭიერების პატივისცემა და დიდი ადამიანების მოფრთხილება.
ირმა გიგანი ქართველი ვირტუოზია, რომელსაც უსმენს და ტაშს უკარვს მსოფლიო და ის გვეკუთვნის ჩვენ – ქართველებს 💜 თან მეამაყება, თან გული მწყდება…” – წერს წერს სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართალი”-ს  პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გიგი უგულავა – „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან – დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ