თამარ ბუჩუკური: ეგზისტენციალური არაა ევროპაში უვიზო მიმოსვლაო, ჩემისთანა მშობლებს რას ეუბნებით იცით? ეგზისტენციალური საკითხი არაა გადაგირჩებათ ეგ თქვენი შვილები თუ – არაო

პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
ვატო შაქარაშვილისგან განსხვავებით, ირაკლი მ საკუთარ გამოცდილებით იცის, ევროპის შეუცვლელი როლი და რომ ევროპა სტილისტთან თმის შეჭრა, შოპინგი და ფერადი კოქტეილები არ არის.
ვიზა ლიბერალიზაციამ(აც) იხსნა ჩემი შვილის სიცოცხლე. წარმოდგენაც კი მაშინებს – რა იქნებოდა ვიზის ასაღებად ბევრი დრო რომ დაგვჭირვებოდა, რომ დაგვეგვიანა ევროპაში ბავშვის ჩამოყვანა?!
სამწუხაროდ, ასეთი ბავშვების მთელი არმია გვყავს, ევროპა მათი გადარჩენის ერთადერთი გზა რომაა და ხშირად, საათები რომ წყვეტს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს.
ეგზისტენციალური არაა ევროპაში უვიზო მიმოსვლაო, ჩემისთანა მშობლებს რას ეუბნებით იცით? ეგზისტენციალური საკითხი არაა გადაგირჩებათ ეგ თქვენი შვილები თუ – არაო. შეიძლება კონკრეტულად ჩვენი შვილები არ გაღელვებდეთ, მაგრამ არც თქვენი შვილები არიან დაზღვეულები. არავის გაქვთ გარანტიები, რომ ევროპაში მკურნალობა არ დაგჭირდებათ. ოჯახური ღირებულების ნიღბის შემქმნელებო, თქვენივე ოჯახის წევრებსაც წირავთ…
ვერც მე წარმოვიდგენდი, რომ პაწაწინა, ჯანმრთელი ბიჭის გრაფაში ჩაიწერებოდა დიაგნოზად კიბო, მაგრამ ჩაიწერა… ვერც მე წარმომედგინა, რომ ბავშვს ევროპაში სამოგზაუროდ კი არა, გადასარჩენად ჩამოვიყვანდი, მაგრამ დაგვჭირდა.
რა გელით ხვალ, არ იცით… მხოლოდ ხარისხიანი ჯანდაცვის გამოა ევროპაში მიმოსვლა ეგზისტენციალური საკითხი, სხვა სიკეთეებს რომ თავი დავანებოთ… რას ეუბნებით გამწარებულ დედებს, ერთადერთი იმედი რომ ევროპაში მკურნალობაა?! ფარხმალი დავყაროთ და შევეგუოთ შვილების გაწირვას?! მე ასეთ დედებს არ ვიცნობ და არც თქვენ იცნობთ გამწარებულ დედებს, როგორც ჩანს…

ასევე დაგაინტერესებთ

მურთაზ ზოდელავას ადვოკატი – ბრალს არ ვეთანხმებით, დაუსაბუთებელი ბრალდების ქვეშაა პატიმრობაში, შესაბამისად, ნებისმიერი ღონისძიება უნდა იქნეს მიღებული, რაც მის გათავისუფლებას შეუწყობს ხელს

ლევან ბეჟაშვილი – არ უნდა დავპანიკდეთ – ლევან ხაბეიშვილმა შეძლო და ერთმა ადამიანმა დააშინა ივანიშვილის რეჟიმი, ასი ათასი ადამიანის ძალას შეუძლია საქართველოს ისტორია შეცვალოს, 4 ოქტომბრის პროტესტზე ყველა უნდა გამოვიდეთ

კაია კალასი – რუსეთისთვის ტერიტორიულ დათმობებზე საუბარიც კი მახეა, რაშიც არ უნდა გავებათ – ბოლოს, დასავლეთში ხმების მობილიზება მოხდება და რუსეთს იმას შესთავაზებენ, რაც მისი არასდროს ყოფილა, იმას მიიღებს, რაზეც არც კი ოცნებობდა