ჟურნალისტი თამაზ კუპრეიშვილი:
ეს პოსტვ-ის წამყვანი ნიკოლოზ ქობულაძეა. 2018-2023 წლებში თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის დირექტორის მოადგილედ იყო დასაქმებული, რაღაც პერიოდი დირექტორის მოვალეობას ასრულებდა. თვეში, საშუალოდ, 4-5 ათას ლარს იღებდა, ჯამში, ჩვენი ფულიდან 300 ათას ლარზე მეტი ჩაიჯიბა.
თბილისში ქუჩის ძაღლების პრობლემა წლიდან წლამდე რომ უარესდება, ამას ხომ ყველა ხედავს, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა? მსგავსი ქაოსი ამ მიმართულებით რომელიმე ნორმალურ ქვეყნაში გინახავთ? იქ, სადაც ცხოველთა მონიტორინგი ასეთ ადამიანებს აბარიათ, ცხადია, მივიღებთ ისეთ ვითარებას, რაც დღეს გვაქვს დედაქალაქში. ეგ ძაღლები ხომ მხოლოდ ნაცებს არ კბენენ, არა? ბევრი დაკბენილი ქოცი მინახავს, ეგ საკითხი არაა პარტიული, თუმცა პრობლემა კი პარტიული გადაწყვეტილებებითაა გამოწვეული.
რაც შეეხება ნიკოლოზ ქობულაძის კომენტარს. ის ამას წერს 50 წლის მზია ამაღლობელზე, ჟურნალისტზე, ქალზე, რომელიც 7 თვეა, უკანონო ტყვეობაშია. მას მიაჩნია, რომ კლიმაქსი ქალისთვის დამამცირებელია, კლიმაქსიანი ქალი შეურაცხადია, ავადაა, არაა ადეკვატური. ამას წერს კაცის მსგავსი არსება, რომელიც 40 წლის წინ ბათუმში გააჩინა ქალმა, რომელიც ახლა იმ ასაკში იქნება, რომ ალბათ, კლიმაქსიც გადაიტანა და მენოპაუზაც. ყველა ქალი გადის ცხოვრებაში ამ ეტაპებს, სხვანაირად არ არსებობს, ასეა მოწყობილი ეს სამყარო. თუმცა ნიკოლოზ ქობულაძეს ეს სამარცხვინოდ მიაჩნია. ჰგონია, რომ კლიმაქსის დროს დედამისიც სამარცხვინო, არაადეკვატური გიჟი იყო. ალბათ, ბებიაზეც ეგრე ფიქრობს, დეიდაზე, ბიცოლაზე, მამიდაზე. ასე ფიქრობს თანამშრომელ ქალებზე, მეგობრებზე (თუ საერთოდ ჰყავს).
არ არის ეს ჯანსაღი. ნიკოლოზ ქობულაძე და ირაკლი დგებუაძე არ და ვერ იქნებიან ქართველი კაცების სახეები. გამორიცხულია. კლიმაქსისა და მენოპაუზის ასაკის მქონე ოცნების მხარდამჭერი ქალებიც ფიქრობთ, რომ ეს თქვენს ცხოვრებაში სამარცხვინო ეტაპია? მართლა?
