თაკო ჩარკვიანი: ფსევდო ყველაფერი სამარცხვინოა

“ფსევდო ყველაფერი სამარცხვინოა, ფსევდო ლიბერალიზმის ფონზე მოვიდა ფსევდო კონსერვატორიზმი, რაც იგივე ფუნდამენტალიზმია, “ალტინფოს” საპირწონე საქციელი იყო გუშინდელი სრულიად სამარცხვინო საქციელი, მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა (ათასობით მომხრეს) მიმართ, სწორედ ამ უკიდურესი ვითომ “ლიბერალებით” უმაგრებთ ზურგს ფუნდამენტალისტებს, “ეს საქციელი”, ზუსტად იგივე ფუნდამენტალიზია, ამ ტიპის აზროვნება კატასტროფაა და ამიტომაც არ ვითარდება სწორად და ფერხდება პროცესი ოპოზიციაში.
არადემოკრატიული, თავს მოხვეული ძალადობრივი “ფსევდო ლიბერალური” (სინამდვილეში შეხება არ აქვს ნამდვილ ილიას ლიბერალიზმთან) ორმაგი სტანდარტია, რომელიც ანადგურებს დემოკრატიულ პროცესს ოპოზიციაში აშინებს ბევრს. ზუსტად ამით იმარჯვებს და სარგებლობს ეს რუსეთის მოტრფიალე და მოსამსახურე ხელისუფლება და ამით ქვეყანა ზიანდება!!
ევროკავშირის, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ, ქართველი ხალხის მხარდასაჭერ რეზოლუციას ზუსტად ისევე უგულვებელჰყოფენ ასეთი საქციელით ფსევდო ლიბერალური თავდასხმით, როგორც ი.კობახიძე. სწორედ ულტრა ფსევდო ლიბერალიზმს მოაქვს, ულტრა ფსევდო კონსერვატორიზმი-ფუნდამენტალიზმი-ორივე საზიზღრობაა კატასტროფააა, სიმდაბლეა.
მთელს მსოფლიოში ასე მოხდა ……. აქაც იგივე პროცესია!!!!
ფსევდო ლიბელარიზმს მოაქვს ფუნდამენტალიზმი და ერთმანეთს ასაზრდოებენ….
ფრთხილად, ორივე ახლოს არის ფაშიზმთან!!!!!” – წერს სოციალურ ქსელშიპარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი, თაკო ჩარკვიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ