: რა საცოდავი სანახავი ხართ რომ იცოდეთ, ეს ხელისუფლებასთან გარიგებული “ტიპები” !!!

“ეს განაჩენი დღეს რაც წარუდგინეს სააკაშვილს, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ (“ოცნების” აღვირახსნილი ხელისუფლების მართვის დროს) მონაკვეთის სამარცხვინო ლაქად დარჩება, ასევე ოპოზიციის “ფეიკ ლიდერების “ სამარცხვინო სისუსტედ, რომლებიც ციხეში მყოფ მესამე პრეზიდენტს ლანძღავდნენ და მისი სახელის ხსენებაც კი აკრძალეს და ეს იმ პრეზიდენტ სააკაშვილისა, რომელიც ევროსაბჭოს რეზოლუციაში პოლიტპატიმრად არის მოხსენიებული ოფიციალურ დოკუმენტში.
ოცნების ხელისუფლება რომ მავნებელია ვხედავთ და ამიტომაც ვებრძვით, აი თქვენ ვინ ხართ ოპო “ლუზერებო”, მისი მმართველობის დროს რომ ეწებებოდით -“ეტენებოდით” მის ხელისუფლებას. აი იმ წლებში მე რომ ოპოზიციაში ვიყავი მაშინ და თქვენ -ზოგიერთს, რომ მაღალი თანამდებობები გქონდათ და ახლა რომ სააკაშვილის ლანძღვით პოლიტიკაში გინდათ “რეანიმაცია “, ციხეში მყოფ სააკაშვილს რომ ეჯიბრებით და სამომავლო კონკურენტად მიიჩნევთ და ამიტომ ციხეში, თქვენ არა ნაკლებად გინდათ (ზოგიერთს ვითომ ლიდერს, ყველას არა ცხადია) რომ იყოს, თითქმის ისე, როგორც ხელისუფლებას.
P.S
ფუჰ ვერშემდგარ პიროვნებაზე საშიში არაფერია, მხოლოდ პოლიტიკაში რომ გრძნობთ თავს პიროვნებებად, ან ნაძარცვი ფული რომ გაქვთ ან მევახშეობით ნაშოვნი, ან ხელისუფლებასთან გარიგებით, აი მაშინ გრძნობთ თავს პიროვნებებად, მაგრამ ისე ზუსტად იცით რომ არარაობანი ხართ -0 -ბითურები!
ახლა ვსაუბრობთ ჩემს მეგობრებთან ერთად და დასკვნა ასეთია:
რა საცოდავი სანახავი ხართ რომ იცოდეთ, ეს ხელისუფლებასთან გარიგებული “ტიპები” !!!!!” – წერს სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი .

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)