“თავის აწევას და თანაგუნდელების პასებით მომარაგებას უნდა მიეჩვიოს” – “ნაპოლის” ყოფილმა ფორვარდმა კვარაზე ისაუბრა

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჟერმან დენისმა Sport Italia-სთან ინტერვიუში “ნაპოლის” გარემარბის ს შესახებ ისაუბრა.
“პარტენოპეის” ყოფილი ფორვარდის თქმით, ქართველი ზოგჯერ ზედმეტად ინდივიდუალურად თამაშობს.
“ჩემი აზრით, “კვარა” ზედმეტად ინდივიდუალურად თამაშობს, ანუ იმაზე მეტად, ვიდრე საჭიროა. რამდენჯერმე შეეძლო, რომ პასი თანაგუნდელებისთვის მიეცა, თუმცა თამაში თავის თავზე აიღო. მაგარი ბიჭია, მაგრამ თავის აწევასა და თანაგუნდელების პასებით მომარაგებას უნდა მიეჩვიოს. მჯერა, რომ ზრდას განაგრძობს”, – განაცხადა დენისმა.
შეგახსენებთ, არგენტინელი ფორვარდი “ნაპოლის” ღირსებას 2008/2010 წლებში იცავდა, ამ პერიოდის განმავლობაში ჟერმანმა “პარტენოპეის” რიგებში 63 მატჩი გამართა, თავი
კი 13 გატანილი გოლით გამოიჩინა.