თავდაცვის ძალებში ნატოს სახმელეთო ძალების დელეგაციას უმასპინძლეს

საქართველოში სამუშაო ვიზიტით ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM) დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის ხელმძღვანელს, ნატოს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ მუსტაფა ოღუზის საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლა.
გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ნატოელ გენერალს საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ნატოს სახმელეთო სარდლობას (LANDCOM) შორის თანამშრომლობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის ძალების მეთაურმა LANDCOM-თან წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) განვითარების პროცესში მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. გენერლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურული ერთეულებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სახმელეთო ძალების წარმომადგენლების გაფართოებული შეხვედრაც გაიმართა.
ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ნატოს სახმელეთო ძალების შტაბის უფროსმა და დელეგაციის წარმომადგენლებმა კრწანისში მდებარე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრი მოინახულეს და ხელმძღვანელი პირებისგან სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს ევროკავშირის გარკვეული ლიდერების კრიტიკის საგანი გახდა, რომ თურმე ჩვენ უნდა დაველოდოთ ეუთო/ოდირის დასკვნას – ოღონდ ეს ის ეუთო/ოდირია, რომლის რეალური დასკვნა საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე აღმოჩნდა, რომ საინტერესო არ ყოფილა თურმე და არ აქვს მნიშვნელობა ეუთომ რა თქვა

ორმაგ სტანდარტებზე კი არა, საკუთარ თავზე რომ ირგებენ ყველაფერს, მაგაზეა საუბარი – კანონპროექტების ეტაპზე დაელოდეთ სანამ ეუთო/ოდირი დასკვნებს მოგცემთო, როცა თვითონ არ აწყობთ, ეუთო/ოდირი არაფერს ნიშნავს

ევროკრატებისა და მათი ნაცმარიონეტების მრავალსტანდარტიანობა – არჩევნებზე ეუთო/ოდირის ობიექტური დასკვნა არ აინტერესებთ, ხოლო კანონმდებლობაზე თურმე ეუთო/ოდირს უნდა დაეკითხოს ხელისუფლება

რომ გვეუბნებიან, ეუთო/ოდირის მოსაზრებები გაითვალისწინეთ სანამ კანონებს მიიღებთო, რომელ ეუთო/ოდირზე გვეუბნებიან, რომლის დასკვნები არჩევნების შესახებ არაფრად ჩააგდეს? – უნდა შევახსენოთ, რომ მათ საქმე აქვთ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს ხელისუფლებასთან