თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ

თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ
საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ პროექტის მონაწილეებს სამხედრო მოსამსახურეებმა სიტყვით მიმართეს და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების საქმეში მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები ეცნობიან საქართველოს ისტორიას, სამხედრო ისტორიას, ასევე ისტორიულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს.
კითხვარები შედგენილია საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით, ასევე სამხედრო თემატიკის ტესტები მომზადებულია თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მიერ.
„დიდგორელის“ ორგანიზატორებმა გამოავლინეს გამარჯვებული მონაწილე, რომელსაც სამხედროებმა, თავდაცვის სამინისტროს სახელით, სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს.
სიმბოლური საჩუქრებით, ასევე დაჯილდოვდნენ პროექტის მონაწილე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საგანმანათლებლო პროექტის ავტორებთან აქტიურად თანამშრომლობს. „დიდგორელის“ მიზანია, მომავალი თაობა საკუთარი ქვეყნის ისტორიით კიდევ უფრო დააინტერესოს და ამ კუთხით ცნობიერება აუმაღლოს.

ასევე დაგაინტერესებთ

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს, როგორც 2012 წლის 1 ოქტომბერს, ქუდზე-კაცი გამოვიდეთ და „ქართულ ოცნებას“, ერთადერთ რეალურ პოლიტიკურ ძალას საქართველოში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაში დავეხმაროთ!

როცა რეჟიმმა საკუთარ ხალხს თავისუფლება წაართვა და ღირსება შეულახა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თავგანწირვის და სამშობლოს სიყვარულის საოცარი მაგალითი გვიჩვენა, რამაც საბოლოოდ, ქართველი ხალხი ერთ მუშტად გააერთიანა და გაუჩინა რწმენა, რომ გამარჯვება შესაძლებელი იყო

ლიბერალიზმის სახელით წაგვიბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ხატები, გმირი მეფეები მოღალატეებად გამოგვიცხადეს. გაცხადებული ბრძოლა სწორედ რელიგიასა და ფსევდორელიგიას შორის მიდის და ეს ბრძოლა მოსაგებია ჩვენი გამარჯვებით