თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საგანმანათლებლო პროექტ „დიდგორელის“ დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ პროექტის მონაწილეებს სამხედრო მოსამსახურეებმა სიტყვით მიმართეს და ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების საქმეში მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეები საქართველოს ისტორიას, სამხედრო ისტორიას, ასევე ისტორიულ ლიტერატურულ ნაწარმოებებს ეცნობიან. კითხვარები საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოებზე დაყრდნობით არის შედგენილი, ასევე სამხედრო თემატიკის ტესტები თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მიერ არის მომზადებული..
„დიდგორელის“ ორგანიზატორებმა გამოავლინეს გამარჯვებული მონაწილე, რომელსაც სამხედროებმა, თავდაცვის სამინისტროს სახელით, სამახსოვრო საჩუქარი გადასცეს. სიმბოლური საჩუქრებით, ასევე პროექტის მონაწილე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები დაჯილდოვდნენ.
უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საგანმანათლებლო პროექტის ავტორებთან აქტიურად თანამშრომლობს. „დიდგორელის“ მიზანია, მომავალი თაობა საკუთარი ქვეყნის ისტორიით კიდევ უფრო დააინტერესოს და ამ კუთხით ცნობიერება აუმაღლოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)