თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაში არის ასეთი ხატოვანი გამონათქვამი – არავითარი თავისუფლება თავისუფლების მტრებს, ასეთი კონცეფციით ხდება ხოლმე პარტიების აკრძალვა, ნონსენსია, რომ შენ ისარგებლო დემოკრატიის კონკრეტული სიკეთეებით, თუ თავად უპირისპირდები დემოკრატიის იდეას

თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაში არის ასეთი ხატოვანი გამონათქვამი – არავითარი თავისუფლება თავისუფლების მტრებს, ასეთი კონცეფციით ხდება ხოლმე პარტიების აკრძალვა, ნონსენსია, რომ შენ ისარგებლო დემოკრატიის კონკრეტული სიკეთეებით, თუ თავად უპირისპირდები დემოკრატიის იდეას
თუ გინდა რადიკალიზმი, თუ გინდა პოლარიზაციის გაღვივება, შენ უნდა მიგიჩინოს სამართლებრივმა სისტემამ შენი ადგილი, ზუსტად ამას ემსახურება საკონსტიტუციო სარჩელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალური პოლიტიკური ძალები საარჩევნო პროცესებში ვეღარ ჩაერთვებიან, ეს არის პრინციპული.
„ნებისმიერ ქვეყანაში მთავარ შედეგად პარტიების აკრძალვა იძლევა ამ მოცემულობას, რომ არაკონსტიტუციური პარტიები ვეღარ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში. ეს არის კლასიკური ამოცანა ნებისმიერ ქვეყანაში პარტიის აკრძალვის. გახსოვთ, რომ ყოველ ჯერზე რადიკალიზმის, პოლარიზაციის გაღვივებისთვის მთავარ ინსტრუმენტად ეს პოლიტიკური პარტიები იყენებდნენ ხოლმე სწორედ არჩევნებს და ეს ინსტრუმენტიც გამოეცლებათ იმ პირობებში, როდესაც ისინი აღარ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. არჩევნებში არ არის ამ პოლიტიკური პარტიების ადგილი. თუ გინდა რადიკალიზმი, თუ გინდა პოლარიზაციის გაღვივება, შენ უნდა მიგიჩინოს სამართლებრივმა სისტემამ შენი ადგილი. ზუსტად ამას ემსახურება ეს სარჩელი. არ შეიძლება, ასეთმა პარტიებმა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. არსებობს ასეთი კონცეფცია სამართლის თეორიაში, რომელსაც ძალიან ხშირად იყენებს მართლმსაჯულება, მათ შორის ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო, სტრასბურგის სასამართლო, ამ კონცეფციას ეწოდება თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფცია, ასეთი ხატოვანი გამონათქვამიც არის, რომ არავითარი თავისუფლება, თავისუფლების მტრებს – ასეთი კონცეფციით ხდება ხოლმე პარტიების აკრძალვა“, – განაცხადა ირაკლი მ.
მისივე თქმით, დემოკრატიულმა სისტემამ თავი უნდა დაიცვას ისეთი პოლიტიკური ძალებისგან, რომლებიც დემოკრატიას უპირისპირდებიან.
„ნონსენსია, რომ შენ ისარგებლო დემოკრატიის კონკრეტული სიკეთეებით, თუ თავად უპირისპირდები დემოკრატიის იდეას. იცით, რომ ეს პოლიტიკური ძალები ძირშივე უპირისპირდებიან დემოკრატიის იდეას, ამიტომ ასეთმა ძალებმა დემოკრატიით არ უნდა ისარგებლონ. ეს არის თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის არსი და ზუსტად ამას ეფუძნება ის სარჩელი, რომელიც მომზადებულია საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ ვინმე შეეცდება, გვერდი აუაროს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, ეს გადაწყვეტილება შეგვიძლია მოგვიანებით გავავრცელოთ ე.წ მემკვიდრე პარტიებზე, აქედან გამომდინარე, პრაქტიკული თვალსაზრისით არ გახდა საჭირო სარჩელში სახელების და გვარების ჩამოთვლა

მცირე პარტიებთან მიმართებაში გავითვალისწინეთ საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკა, რომელიც გვეუბნება, რომ თუ პარტია პოლიტიკურ პროცესზე არსებითი გავლენით არ სარგებლობს, ის ვერ იქნება საფრთხე კონსტიტუციური წესწყობილებისათვის