ზურა ჯაფარიძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე აღკვეთი ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ჯაფარიძეს ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადდა, რის გამოც სასამართლომ მას ფულადი გირაო შეუფარდა.
ჯაფარიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ის 20 000 ლარის გადახდას არ აპირებს.
“თქვეს, რომ არ ვარ კანონმორჩილი მოქალაქე, არ ვაღიარებ პარლამენტსა და მთავრობას, ამიტომ არსებობს საფრთხე, რომ მივიმალო ან ჩავიდინო სხვა დანაშაული.
ამაზე ავხსენი – მიმალვა რომ მდომოდა, სტრასბურგში ვიყავი, როდესაც შეტყობინება მომივიდა დაბარებაზე და ჩამოვედი, ეს ერთი და მეორე რა დანაშაული უნდა ჩავიდინო კიდე, სრულად გაუგებარია, არც ნასამართლეობა მაქვს. თუ იმაზეა საუბარი, რომ ის რაღაც ვითომ კომისია რომ არის, თუ დამიბარებენ ვუთხარი, რომ 30-ჯერ რომ დამიბარონ, არც ერთხელ ვაპირებ მისვლას.
სინამდვილეში არ არსებობდა ნორმალური საფუძველი იმისთვის, რომ აღმკვეთ ღონისძიებად რამე გამოეყენებინათ, რადგან არსად გაქცევას ვაპირებ.
ეს [საქალაქო სასამართლო] შენობა არის ერთადერთი, სადაც ჩემი ნებით დავდივარ, არა იმიტომ, რომ სასამართლოს, როგორც ინსტიტუტის მჯერა, არამედ იმიტომ, რომ სასამართლო არის ადგილი ასეთი რეჟიმის პირობებში, სადაც ყარს რეჟიმი და ამის ნახვა, ჩემი თვალით ხშირ-ხშირად არის მნიშვნელოვანი – ეს ვთქვი იქაც, რამდენჯერაც დამიძახებთ, იმდენჯერ მოვალ-მეთქი, მაგრამ არაო 20 000 ლარი უნდა მოიტანო გირაოო. ჰგონიათ ეგ ფული თუ მოვიტანე, ეგ გამაჩერებს, გაქცევა თუ მომინდა. ჩვეულებრივი მასკარადია.
არც ერთი ლარის გადამხდელი ვარ. ეს ვუთხარი მოსამართლესა და პროკურორსაც. 30 დღე მაქვს ვადა რომ გადავიხადო. არაფრის გადამხდელი არ ვარ. 22-ში აქვთ პროცესი და მოვალ, თუ არა და დამიჭირონ 18-იდან 22-მდე”, -თქვა ჯაფარიძემ.