ექიმი ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე:
ისე, ამ ექიმების მორჩილება და სიჩუმე მაგიჟებს! ასე აპოლიტიკურები და დამორჩილებულები როგორ ხართ?!
ყველაზე ცნობილი ექიმები ამ ქვეყანაში რუსთაველზე დგანან, თქვენ რა გჭირთ?! ერთი დიდი გაფიცვა უნდა და მერე ვნახავ, სად მივლენ და რას იზამენ თქვენ გარეშე!
ორჯერ ვიყავი სამინისტროში შეხვედრაზე, და ერთი ნაცნობი სახეც არ დამხვდა, რომელსაც რომ რაიმე კავშირი ჰქონოდა მედიცინასთან. 7 მინისტრი გამოვიცვალე და ასე შეურაცხყოფილად და დამცირებულად თავი არასდროს მიგრძვნია, როგორც დღეს. მეგონა, რომ საერთოდ სხვა დაწესებულებაში ვიყავი.
რაც უნდათ, იმას აკეთებენ – ქვეყანაში რეანიმაცია აღარ დარჩა.
სამი დღის წინ ახალგაზრდა კაცი ზედოზირებით ვერსად მიიყვანეს. არ ვიცი, ასე ჩუმად როგორ ზიხართ, ყველა დარგი განადგურების პირას არის ნუ ჩემი დარგი და ფსიქიატრია მაგ გზას ადგანან. სხვაც, რაც მე ვიცი განდგურებულია, გვენგრევა თავზე ყველაფერი.
იქნებ რაღაც გავაკეთოთ, ამ ექიმებმა მაინც ავიმაღლოთ ხმა! რამე გავაკეთოთ, სანამ გვიან არ არის. პროფესიას ჩვენ ვერავინ წაგვართმევს და ისინი დღეს არიან ხვალ, სხვა იქნება !