ზურაბ ქადაგიძე: 21-ე საუკუნის აფერის, „ვარდების რევოლუციის” ოცი წლის დღეობა ჰქონიათ „მიშამადიდებლებს”

„21-ე საუკუნის აფერის, „ვარდების რევოლუციის” ოცი წლის დღეობა ჰქონიათ “მიშამადიდებლებს,” – წერს “ხალხის ძალის” წევრი, .
მისი თქმით, მსოფლიოში არსებული ყველანაირი მანკიერება საქართველოში სააკაშვილის მმართველობის დროს დაინერგა. როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილს, სააკაშვილის რეაბილიტირების მცდელობით და მავნებლური ქმედებებით, “ნაცმოძრაობასთან” ერთად მოუწევს პასუხისმგებლობის გაზიარება.
„21-ე საუკუნის აფერის, “ვარდების რევოლუციის” ოცი წლის დღეობა ჰქონიათ “მიშამადიდებლებს”. რა მოიტანა ამ, ფერადმა ფარსმა საქართველოსთვის: • ინვესტიციების მოზიდვის სახელით, ბიზნესის რეკეტი…
• ადამიანის უფლებებზე ზრუნვით „გაპრავებული”, სიცოცხლის მოსპობა…
• მართლმსაჯულების რეფორმით შეფუთული, ნულოვანი ტოლერანტობა და ასიათასობით პრობაციონერი…
• ეკონომიკის გაუმჯობესების სახელით, რუსეთზე გასხვისებული სახელმწიფო რესურსები…
• დეოკუპაციის მოტივით, საქართველოს 20% ტერიტორიების დაკარგვა და დეკლარირებული ოკუპაცია…
• ევროპული ღირებულებების სახელით შემოსაღებული, ლიბერალური ფაშიზმი…
• სახელმწიფო სისტემის გამჭვირვალობის სახელით, ნაც-მოძრაობაზე მორგებული ადმინისტრაცია…
• კორუფციასთან ბრძოლის სახელით, სახელმწიფო ხარჯზე გამდიდრებული მინისტრები, ოჯახის წევრები და პარტიული ელიტა… მოკლედ
თუ რაიმე მანკიერება, ნაძირალობა, ელიტური კორუფცია, ოლიგარქია და მოძალადე რეჟიმის სახე არსებობს მსოფლიოში, “მ” და სააკაშვილის მმართველობამ დანერგა საქართველოში. ჰო და… ქალბატონო სალომე! / Salome Zourabichvili ამ ნაძირალებთან თანამშრომლობა და სააკაშვილის რეაბილიტაციის მცდელობა, რასაც თქვენი მავნებლური პოლიტიკით ცდილობთ, ზემოხსენებული მონაპოვარის თანაზიარად გაქცევთ და ნაცმოძრაობასთან ერთად მოგიწევთ პასუხისმგებლობის გაზიარება… რადგან- “ ვარდების რევოლუციის” ნაგავი, რომელიც 2012 წელს, ქართველმა ხალხმა ბიძინა ივანიშვილთან ერთად პოლიტიკური მოუსავლეთისკენ გაუშვა, თქვენი მოღალატეობრივი მოქმედებებით, რადიკალიზმის წახალისებითა და ექსტრემისტების დაყვავებით, აძლევს საშუალებას სააკაშვილსა და სხვა უსამშობლო ნაძირალებს კვლავ იარსებონ ქართულ პოლიტიკაში!” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.