“”ომი რუსეთს არ დაუწყია” კატეგორიის საყურადღებოდ:
ICAO-ს საბჭომ დაასკვნა, რომ რუსეთმა დაარღვია ჩიკაგოს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენცია, რომელიც კრძალავს იარაღის გამოყენებას სამოქალაქო თვითმფრინავების წინააღმდეგ ფრენის დროს.
MH17 თვითმფრინავი, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიფრინავდა, დონეცკის რეგიონში 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. 298 ადამიანი დაიღუპა.
2022 წლის შემოდგომაზე ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ “Boeing” ჩამოაგდეს რუსეთიდან შესული “ბუკის” საჰაერო თავდაცვის სისტემიდან, რომელსაც რუსების არმიის ჯარისკაცები მართავდნენ, რომელიც სოფელ პერვომაისკოეს მახლობლად მდებარეობს (ტერიტორია რუსების მებრძოლების კონტროლის ქვეშ იყო).