“ჩვენ ვართ ქართველი პატრიოტები და ჩვენ გვინდა არა ევროპა ან ევროკავშირი, არამედ წარმატებული საქართველო!
წარმატებული საქართველო თავისთავად იქნება ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი!
დემოკრატიული ინსტიტუტები, თავისუფალი არჩევნები თუ თავისუფალი სასამართლო წარმოადგენს ცივილიზაციის ისეთივე პროდუქტებს, როგორსაც აიფონი და მერსედესი!
აიფონიანი და მერსედესიანი ანტი-ცივილიზაციის წარმომადგენლები არაფრით განსხვავდებიან ჰალსტუხიანი მაიმუნებისაგან. ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ჰალსტუხიანი მაიმუნები. ჩვენ გვსურს ცივილიზაციის ყველა პროდუქტი ერთად და არა ამორჩევით!
ამერიკის ახალი პრეზიდენტის პოლიტიკური დოქტრინაა “არა ომს მთელ მსოფლიოში!”
სწორედ ამიტომ, ვერცერთი მსხვილ- თუ წვრილმასშტაბიანი დიქტატორი ვერ გაბედავს ახალი ომის წამოწყებას მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში. ამრიგად, შემდეგი 4 წლის განმავლობაში ვერავინ დაემუქრება ომით საქართველოს, როგორც ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორს.
ამიტომ, სასწრაფოდ უნდა აღდგეს ოფიციალური სტრატეგიული სახელმწიფო პარტნიორობა ამერიკასთან.
და ეს რომ მოხდეს, სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი, თავისუფალი არჩევნები!!
შესაბამისად, “ოცნების” პროპაგანდისტების აპელირება ომზე არის აბსურდი და სისულელე. ეს პროპაგანდა არ შეიძლება იყოს საქართველოსთვის ხელისშემშლელი ცივილიზაციის შემადგენლობაში დარჩენის პროცესისათვის.
და ისევ:
დემოკრატიული ინსტიტუტები, თავისუფალი არჩევნები თუ თავისუფალი სასამართლო წარმოადგენს ცივილიზაციის ისეთივე პროდუქტებს, როგორსაც აიფონი და მერსედესი!
აიფონიანი და მერსედესიანი ანტი-ცივილიზაციის წარმომადგენლები არაფრით განსხვავდებიან ჰალსტუხიანი მაიმუნებისაგან. ჩვენ არ გვინდა ვიყოთ ჰალსტუხიანი მაიმუნები. ჩვენ გვსურს ცივილიზაციის ყველა პროდუქტი ერთად და არა ამორჩევით!
და ასე, ისევ და ისევ …
“ოცნებავ”! გაათავისუფლე პოლიტპატიმრები და გარდამავალი მთავრობა მოამზადებს ახალ არჩევნებს!
დროულად! 20 იანვარი ახლოვდება!!” – წერს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი ზურაბ გურული.