ზურაბ გურული: დაშლით ვერ დაგშლიან. რავარია ასეთი მიტინგის დაშლა. ტრამპის ფოტოებს დახევენ თუ ამერიკის დროშას მიაყენებენ შეურაცხყოფას. ფოტოებით აჭრელდება მთელი მსოფლიოს პრესა

“არ გააკეთებთ, თორემ ძალიან ორიგინალურად შეიძლება პასუხის გაცემა ჩინური ენის სწავლების შემოღებაზე.
შეკრიბეთ დიდი მიტინგი; ხელში გეჭიროთ პრეზიდენტ ტრამპის და ვიცე-პრეზიდენტ ვენსის პორტრეტები, მათივე ციტატებით ჩინეთის და მოძალადე მთავრობების შესახებ.
მოამზადეთ სლოგანები, თუ როგორ აბარებს ს გამყალბებელი ე.წ. მთავრობა ერს ჩინეთს. ასევე სლოგანები ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობის შესახებ; დანარჩენს ისედაც მოიფიქრებთ; ფანტაზია და გონებამახვილობა არ აკლია ქართველს.
მაგალითად … “გრენლანდიას არ სურს, საქართველოს სურს!” და ა.შ.
ჰოდა, ჩაიარეთ რუსთაველზე ამერიკის დროშების თანხლებით.
დაშლით ვერ დაგშლიან. რავარია ასეთი მიტინგის დაშლა. ტრამპის ფოტოებს დახევენ თუ ამერიკის დროშას მიაყენებენ შეურაცხყოფას. ფოტოებით აჭრელდება მთელი მსოფლიოს პრესა. ტრამპი გადაირევა სიხარულით. პირველი CNN მიურბენინებს ამ ამბავს. იქეთ ვენსი აღფრთოვანდება მისი ციტირების გამო.
უცებ აღმოჩნდება საქართველო ამერიკის ყურადღების ცენტრში…
თუ ძალიან სულელური მოგეჩვენებათ ეს გეგმა, გაიხსენეთ რომ მსოფლიოში საუკეთესო განათლების სისტემის მქონე ქვეყნის პრეზიდენტი უცებ ადგა, ფლორიდაში მიადგა ტრამპს, გოლფი ეთამაშა, თავი მოაწონა და თავისი ქვეყნისათვის მრავალმილიარდიანი შეკვეთებიც წამოიღო, რომლებიც წლების განმავლობაში უზრუნველყოფს ფინეთის კეთილდღეობას,” –  წერს მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი და მისისიპის უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის კათედრის პროფესორი .

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას