ზურაბიშვილი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდა

შვეიცარიაში ში მშვიდობის სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტს ურზულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.
სოციალურ ქსელ X-ში ევროკომიის ხელმძღვანელი ზურაბიშვილს ლიდერობისთვის და ევროპული მომავლის მიმართ ერთგულებისთვის მადლობას უხდის.
„მე ღრმად პატივს ვცემ თქვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. ქართველი ხალხი მტკიცედ მხარს უჭერს ამ გზას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებების შესაბამისად“, – დაწერა მან.
საპასუხოდ ზურაბიშვილმა აღნიშნა: „დიდი მადლობა პრეზიდენტო თქვენი მტკიცედ მხარდაჭერისათვის ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისთვის“.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტზე შეხვედრები გამართა როგორც უკრაინის პრეზიდენტთან, სთან, ასევე პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას და მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს.
ზურაბიშვილმა 15 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შვეიცარიაში შევხდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და „ქართულ ქარტიასა“ და საქართველოსთვის პოლიტიკური ლანდშაფტის შესახებ ესაუბრა.
მშვიდობის გლობალურ სამიტში, რომელიც 15-16 ივნისს იმართება, ასამდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს – პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების – დონეზე არის წარმოდგენილი, კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების – ძირითადად, საგარეო უწყებების ხელმძღვანელების – რანგში. ექვსმა ქვეყანამ ელჩები გაგზავნა: ინდონეზია, , არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთი აფრიკა, ფილიპინები და ბრაზილია. ბრაზილია და დამკვირვებლების და არა სამიტის მონაწილეების სტატუსით არიან წარმოდგენილები.
ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებს , რომელიც არც ყოფილა მიწვეული, და ჩინეთი, რომელმაც მონაწილეობაზე უარი თქვა.

ასევე დაგაინტერესებთ

უზრა ზეია – აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და მმართველ პარტიაში ზოგიერთის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით – ეს მხოლოდ ჩვენი მოწინააღმდეგეების ინტერესებს ემსახურება