ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 1700 ბინის მშენებლობა დაიწყო

ზუგდიდში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, 1700 ბინის მშენებლობა დაიწყო.
პრემიერ-მინისტრმა მ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ სთან და კომპანია „ანაგის“ გენერალურ დირექტორთან, ირაკლი გოგოლიშვილთან ერთად, მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა.
ირაკლი მ აღნიშნა, რომ უკვე ათასობით დევნილმა ოჯახმა მიიღო ბინები სხვადასხვა ლოკაციაზე და ეს პროექტიც აღნიშნული პროცესის გაგრძელებაა.
„მნიშვნელოვანი პროექტი იწყება დღეს ზუგდიდში, 1 700 დევნილი ოჯახისთვის აშენდება 7 საცხოვრებელი კორპუსი და 2027 წელს არის გაათვალისწინებული ამ პროექტის დასრულება. მთელი ამ წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, ათასობით დევნილმა ოჯახმა მიიღო ღირსეული საცხოვრისი სხვადასხვა ლოკაციაზე და ამ პროცესის გაგრძელებაა ის პროექტი, რომელიც დღეს იწყება,“- განაცხადა პრემიერმა.
ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 7 კორპუსი აშენდება – ექვსი 12-სართულიანი და ერთი 14-სართულიანი. პროექტს კომპანია „ანაგი“ განახორციელებს, მშენებლობის ბიუჯეტი კი 191 012 850 ლარს შეადგენს.
იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ახალი კორპუსების მშენებლობა, ერთდროულად, საქართველოს 5 ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბორჯომში, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცების“ და გახარია/ხაზარაძის ამომრჩეველმა უნდა გააცნობიერონ, რომ დამნაშავისათვის და ჯაშუშისათვის ხმის მიცემა არის დანაშაული და თუ ამას ვერ გააცნობიერებენ, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დანაშაულში თანამონაწილეობის გამო

კოლექტიური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნების წინ ხელისუფლება მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევს, ვინ არიან ეს მოქალაქეები, ან საერთოდ არიან ასეთები? პასუხი: სიტყვაზე უნდა გვენდოთ, აი ასეთ მოცემულობაში უნდათ ამყოფონ საზოგადოება

ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ “კრებსით ნაციონალურ მოძრაობას” არამარტო პოლიტიკური, არამედ მორალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. დამნაშავეებზე ხმის მიცემა დანაშაულია!