ზუგდიდის მერია დაზიანებული შადრევნის დემონტაჟს განახორციელებს

ზუგდიდის მერია, თავისუფლების მოედანზე არსებული შადრევნის დემონტაჟს განახორციელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შადრევნის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოცხადებულია.
„დღევანდელი მდგომარეობით, შადრევანი მწყობრიდანაა გამოსული და საფრთხის შემცველია, ვიზუალურადაც შელახულია. მისი არქიტექტურული ნაწილიც საჭიროებს რესტავრაციას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.