ზვიად ხარაზიშვილი – ხალხი არ უცემიათ, ხალხი მოიგერია სპეცრაზმმა

რას ქვია დაიღალნენ, სპეცრაზმი არ იღლება და ვერავინ ვერ დაღლის, ვერაფრით ვერ დაღლით, – ამის შესახებ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად ხარაზიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა მედიის კითხვას „სპეცრაზმი ხომ არ დაიღალა?“.
ამასთან, ზვიად ხარაზიშვილის განცხადებით, სპეცრაზმს არავინ უცემია, არამედ „ხალხი მოიგერია“.
„ხალხი არ უცემიათ, ხალხი მოიგერია სპეცრაზმმა. სიტუაციიდან გამომდინარე ხდება მოქმედება“, – განაცხადა ზვიად ხარაზიშვილმა.
კითხვაზე, ვინ სცემა „ფორმულას“ ჟურნალისტი, გურამ როგავა, ზვიად ხარაზიშვილი აცხადებს, რომ „არ ვიცი ვინ არის როგავა“.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ