ზვიად რატიანი ისევ სცემეს

ე.წ. ტიტუშკებმა ქართველი პოეტი ზვიად რატიანი ისევ სცემეს – ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებენ.
როგორც კომპოზიტორმა არჩილ გიორგობიანმა “ტვ პირველს” უთხრა, პოეტს თავს საკუთარ სახლთან დაესხნენ.
შეგახსენებთ, რომ პოეტმა ზვიად რატიანმა წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმე დღის წინ დატოვა. ის 29 ნოემბერს აქციაზე დააკავეს.
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ შეითრიეს ის ჭიჭინაძის ქუჩიდან სპეცრაზმმა, როგორ ეცემა, როგორ მიათრევებ რობოკოპები. მას რამდენიმე წუთის განმავლობაში სასტიკად სცემდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას