ზელენსკი პიჯაკში – როგორ გადავიდა უკრაინის პრეზიდენტი საქმიან სტილზე?

ზელენსკი პიჯაკში – როგორ გადავიდა უკრაინის პრეზიდენტი საქმიან სტილზე? – BBC წერს, რომ ჟურნალისტები გაოცებულები დარჩნენ, როდესაც ჰააგაში ჩასული ზელენსკი ფორმალურ სამოსში გამოწყობილი ნახეს და პრეზიდენტის გუნდს ასეთი ცვლილებების ახსნაც სთხოვეს. თუმცა, ჯერჯერობით, ადმინისტრაციას ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
🔻 სრულმასშტაბიანი რუსული შეჭრის დაწყებიდან ს აღარ ჩაუცვამს პიჯაკები და პერანგები და აღარც ჰალსტუხები მოურგია. ბოლოს უკრაინის პრეზიდენტი ასეთ სამოსში 2022 წლის 24 თებერვალს ნახეს, როდესაც მან საომარი მდგომარეობის შემოღება გამოაცხადა.
🔻 ამის შემდეგ, მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრისა, თუ -ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტი სამხედრო სტილის ტანსაცმელს ირჩევდა – ზეთისხილისფერ სამხედრო შარვლებს, პატრიოტულ სვიტერებსა და მაისურებს. ზელენსკიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ ეს სოლიდარობის ნიშანია იმ ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც ფრონტის ხაზზე ს აგრესიას იგერიებენ.
🔻 თუმცა, მის ასეთ სტილს კრიტიკოსის არაერთი გაღიზიანება და მედიაში აქტიური განხილვა მოჰყოლია. 2022 წლის ბოლოს, New York Times-მა დაწერა, რომ ზელენსკი გახდა პირველი ადამიანი, ვინც კონგრესს სვიტერში გამოწყობილმა მიმართა. ის მაშინ ოვალურ კაბინეტში იმავე ტანსაცმლით გამოჩნდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე.
🇺🇸 ყველაზე ხმაურიანი თეთრ სახლში გამართული შეხვედრა აღმოჩნდა უკვე ს პრეზიდენტობის დროს, როდესაც ერთ-ერთმა ამერიკელმა ჟურნალისტმა ზელენსკი უპატივცემულობაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ პიჯაკი არ ეცვა. BBC-ის კორესპონდენტის ცნობით, ამ ფაქტმა “მაშინვე შეცვალა შეხვედრის ატმოსფერო” და დაიწყო უჩვეულო კამათი, რა დროსაც დონალდ ტრამპმა და ჯეი დი ვენსმა კამერების წინ სტუმარი გაკიცხეს.
🔴 BBC წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკიმ დაიცვა საკუთარი არჩევანი, ამ ფაქტმა მაინც იქონია გავლენა მის სტილზე. უკვე აპრილში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე, ის შავი პიჯაკით გამოჩნდა, რომელიც მისთვის უკრაინულმა ბრენდმა Viktor Anisimov-მა შექმნა.
🔴 მსგავსი სტილის სამოსი მოირგო ზელენსკიმ ახლადარჩეული პაპის, ლეონ XIV-ის, ინაუგურაციაზეც. თუმცა, ამჯერად შავი პერანგის ნაცვლად, შავი მაისური. მედია აღნიშნავს, რომ ეს ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალური სტილი, მაგრამ აღარ იყო აღარც სამხედრო და არც ყოველდღიური.
🔴 მაისის ბოლოს, ბერლინში ვიზიტის დროს, ვოლოდიმირ ზელენსკი საჯაროდ მესამედ გამოჩნდა შავი პიჯაკით, რომელიც სამხედრო ელემენტებს ატარებდა – ოთხი ჯიბით, შავი პერანგით, შავი სამხედრო ჩექმით. კანცლერ ფრიდრიხ მერცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრების დროს მან ისევ უკრაინელი დიზაინერის ვიქტორ ანისიმოვის სამოსი მოირგო.
🔴 23 ივნისს, ნატოს სამიტის წინ, ზელენსკის აუდიენცია ჰქონდა დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-სთან, შემდეგ კი შეხვდა ბრიტანეთის პრემიერმინისტრს კირ სტარმერს. შეხვედრაზე გადაღებული ფოტოდან ირკვევა, რომ უკრაინის პრეზიდენტს უკვე პიჯაკი აცვია.
🔴 პიჯაკში ჩაცმული შეხვდა ზელენსკი ნატოს სამიტზე დონალდ ტრამპს. “ამჯერად ამერიკის პრეზიდენტს აღარ შეუძლია ზელენსკის შეუსაბამო ჩაცმულობისთვის უსაყვედუროს” – წერს მედია.