“ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი:
საბჭოთა კავშირმა ერეკლე მეორისთვის ხმლის წართმევა ვერ გაბედა – უბრალოდ, ისეთი ძეგლი დაუდგეს, რომელშიც ხმალს სიმბოლურად რუსს აწვდის (აქაოდა, აღარ მჭირდებაო).
ქოცებმა, ამ რუსზე უარესებმა, ერეკლე მეორეს – მეფეს, რომელმაც 80 ბრძოლა გადაიხადა და სახელი ომით გაითქვა – უხმლო, ხელაწეული ძეგლი აკადრეს.
ცალკე თემაა, რატომ დაუდგეს მეორე ძეგლი ერეკლეს, რომლის ერთი ძეგლი უკვე გვაქვს და არა მაგალითად გიორგი ბრწყინვალეს ან სოლომონ პირველს.
კითხვა, ცხადია, რიტორიკულია.