ზაზა ბიბილაშვილი: რა ხოკეი, ბიჯო… რა ხოკეი?!?!?!?!?!?!?!?

“ყურადღებით გავეცანი ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბრის ამერიკულ შეჯამებასაც და რუსულსაც.
რუსებს რა უნდათ, გასაგებია. ისიც ნათელია, როგორ მიდიან საკუთარი მიზნისკენ (ამას საშუალო ინტელექტის მეორეკურსელიც უნდა ხედავდეს).
აი, ამერიკას რა ხეირი ტრამპის კაპიტულანტური პოლიტიკით, რბილად რომ ვთქვათ, გაუგერია.
ნიშანდობლივია, რომ აგრძელებს ომს მთავარ(!) ფრონტზე და რიტორიკაში 1 მილიმეტრით არ იხევს უკან: არანაირი ეჭვი ან “მშვიდობის” ხათრით თვითცენზურა – მათ განცხადებაში ყველაფერი საუკეთესო რუსულ ტრადიციებშია: სიცრუეც, ცინიზმიც, უტიფრობაც…
თეთრი სახლის განცხადებაში კი იმდენი ფაქტობრივი და ლოგიკური ლაფსუსია, უხერხულიც კია ყველას ჩამოთვლა. საღი აზრის კრიზისიც აღარ ეთქმის ამას – საღი აზრის ეპოქის დასასრული უფროა.
ვერაგი, გამოცდილი რეციდივისტი რომ დებილ, მაჩო პრიმიტივს დააგოიმებს, ეგ სურათია.
რა ხოკეი, ბიჯო… რა ხოკეი?!?!?!?!?!?!?!?
მაგრამ ეგ არაფერი. გაუქმებული USAID-ი აქამდეც საკუთარ მტრებს, კაგებეშნიკ ნანა კაკაბაძეებს და ქოც ეკაბესელიებს, ედგა გვერდში (მარტო ვოუქ-იდიოტებს კი არა). ამ მხრივ, ამერიკის თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნა არახალია. მივიღოთ ეგ მოცემულობად და ჩვენს საქმეს მივხედოთ, მეგობრებთან ერთად (ამასობაში, ევროპაც ბრუნდება, ფრიდრიხ მერცის მზემ ❤). ხოდა… მე მაინც მჯერა, რომ:
გვიმღერნია – კიდეც ვიმღერთ – ჩვენს ტკბილ მრავალჟაიმიერსა!” – წერს სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ყველა უცხოელი აგენტი ბურჭულაძის დამხობის აქციას შეუერთდა და 5 წუთში გაყიდეს, მამლის ყივილსაც არ დაელოდნენ – „ნაცი” გემბანიდან გაპარული ვირთხაა, ყველა ერთია, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, ვახუშტი მენაბდით დამთავრებული

ნინო ჟვანია: გონივრული ეჭვი მაქვს, რომ პაატა ბურჭულაძე, გულმხურვალე ხელოვანი, თავისი გულწრფელობის და ღალატის მსხვერპლია… მისი სახელი გამოიყენეს… ის კი ისეთი ამაყია, ამას, ეჭვი მაქვს, არ აღიარებს და ყველაფერს საკუთარ თავზე აიღებს…