ზაზა ბიბილაშვილი: ამ ბერსეს რაც შეეხება, იდიოტ ჩინოვნიკებს რა დალევს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მიზეზი სხვაა. დიდი ალბათობით, რუსების ფეიროლზეა ტიპი (ეგეთები უყიდიათ?) და აქ სწორედ რუსული რეჟიმის გადასარჩენად ჩამოიყვანეს

“”ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს, განცხადებით, მთავრობისგან მიიღო დაპირება, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს შეცვლის, რისთვისაც სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.”
ჯერ ერთი, საქართველოს ლეგიტიმური მთავრობა არ ჰყავს – ს საკითხი ღიად რჩება. მეორე – როგორც რამდენიმე კვირის წინ ვვარაუდობდით, რეჟიმი ცდილობს ერთი დრაკონული კანონის ცვლილების(!) დაპირებით(!) დასავლეთისგან ლეგიტიმაცია გამოივაჭროს.
ქართველი ხალხის ღალატი იქნება დასავლეთის მხრიდან ამ კაციჭამიებთან მსგავსი ვაჭრობა. უპატიებელი შეცდომა კი არა, უმძიმესი დანაშაული იქნება ჩვენი მხრიდან ამ დისკუსიაში შესვლის დაშვებაც კი.
ამ ბერსეს რაც შეეხება, იდიოტ ჩინოვნიკებს რა დალევს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მიზეზი სხვაა. დიდი ალბათობით, რუსების ფეიროლზეა ტიპი (ეგეთები უყიდიათ?) და აქ სწორედ რუსული რეჟიმის გადასარჩენად ჩამოიყვანეს.
ადამიანი, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს რაღაც კანონის ცვლილების დაპირებაში უცვლის რუსულ ავტორიტარულ რეჟიმს, ქართველი ხალხის მეგობარი არ არის,” – წერს სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, .

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მამულაშვილი – სლოვაკეთის პრემიერი რუსულ ტრადიციას გაჰყვა, დამნაშავეები „ქართულ ლეგიონში“ ნახა – არ არის გამორიცხული „ოცნებამ“ ბრალდებები წამიყენოს, რადგან საქართველოსა და სლოვაკეთისთვის სცენარი კრემლში იწერება

სალომე ზურაბიშვილი – მცდარი დაშვებაა, თითქოს შეიძლება რეჟიმის იზოლაციის გადაწყვეტილების აღკვეთა არალეგიტიმურ მმართველებთან საკომუნიკაციო გზების შენარჩუნებით – ერთადერთი გზა სახალხო პროტესტის მხარდაჭერა და არჩევნებისკენ მოწოდებაა