გვჯერა, რომ უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკავშირი მზად იქნება გზის თავისი ნაწილის გასავლელად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან რეკომენდაციების შესრულების მხრივ უკრაინის პროგრესი განვიხილეთ – ყველაფერი, რისი გაკეთებაც უკრაინას მოუწევს. ყველაფერს ვაკეთებთ და ვასრულებთ…
უკრაინას ესმის, რომ ყოველი ქვეყნის ევროკავშირში გზა – ეს დამსახურებების გზაა და არა საჩუქრების, ამიტომ უკრაინა სამუშაოს თავის ნაწილის რეალიზებას ახდენს…
ამიტომ გვჯერა, რომ ევროკავშირი მზად იქნება გზის თავისი ნაწილის გასავლელად უკრაინისკენ, როგორც დაპირებული იყო – რომ წლის ბოლომდე, დეკემბერში, შედეგი იყოს ჩვენთვის ასეთი სასურველი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად და სრულუფლებიანი ევროინტეგრაციის პროცესის მოახლოებაზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ 10 წლის წინ კიევში მაიდანზე მთელმა ევროპამ დაინახა თუ რამდენს ნიშნავს ევროკავშირის დროშა უკრაინისთვის.