ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინს ომის დასრულება არ სურს და საბოლოოდ, ის ტრამპს მოატყუებს, ამას დაინახავთ ყველა, მთელი მსოფლიო

პუტინი ტრამპს მოატყუებს, მთელი მსოფლიო დაინახავს ამას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, მ ამერიკულ ტელეარხ Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია -ის პრეზიდენტს მიუთითოს თუ როგორ აწარმოოს რუსეთთან დიალოგი.
„მაგრამ ვთვლი, რომ პუტინს ომის დასრულება არ სურს და, საბოლოო ჯამში, ის ტრამპს მოატყუებს. ამას დაინახავთ, ყველა, მთელი მსოფლიო დაინახავს ამას. ასეთი ადამიანია. და ის მზად იქნება გარკვეული ნაბიჯებისთვის, დეესკალაციისთვის, მხოლოდ თუ დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება. სხვანაირად ვერანაირად,” – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ არასწორად მიაჩნია უკრაინის განხილვა მსგავს მოლაპარაკებებზე მისი მონაწილეობის გარეშე.
“ვთვლი, რომ ზე უკრაინის გარეშე საუბარი არასწორია, უკრაინაზე საუბარი და რაღაც საკითხების ჩვენს გარეშე განხილვა – ვთვლი, რომ ეს არასამართლიანია,” – განაცხადა ზელენსკიმ.