ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონს და კირ სტარმერს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვატიკანში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდა, – ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს.
„ვოლოდიმირ ზელენსკი და პირისპირ საუბრობენ სამშვიდობო ძალისხმევის შესახებ“, – წერს სიბიგა.
მისივე ინფორმაციით, ზელენსკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერსაც შეხვდა.
„პრეზიდენტი ზელენსკი აგრძელებს აქტიურ მუშაობას მოკავშირეებთან და ვატიკანში პირისპირ შეხვდა პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს“, – წერს სიბიგა.
მანამდე, ზელენსკი -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა.
შეგახსენებთ, ლიდერები ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა გოგოლაშვილი – რამდენ ადამიანს ჩამოართვა ტრამპმა ხელი ვატიკანში?! მაშინ გვითხრან, ყაველაშვილისთვის ხელის ჩამორთმევას რა „გარღვევა“ მოჰყვა, დავითაშვილის აშშ-ში შეხვედრა კი ტექნიკური იყო ანუ ერთმა მხარემ გააცნო მეორეს, რა შეხედულებები აქვს