ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს ევროკავშირთან ერთიანი როუმინგული სივრცის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა, მ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეში ჩართვას ითვალისწინებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ევროკავშირის ერთიანი როუმინგული სივრცის შესახებ კანონპროექტი უკრაინის პარლამენტში 2023 წლის ნოემბერში შევიდა, მაისში კი მეორე მოსმენით მიიღეს.
იგი ითვალისწინებს ში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დროებით მოქმედი პროცედურის ნორმირებას, კერძოდ, შეიცავს უკრაინისა და ევროკავშირის საერთო როუმინგული სივრცის განმარტებას და სხვა დაკავშირებულ ცნებებს.
რუსეთში სრულმასშტაბიან შეჭრასა და უკრაინელების მნიშვნელოვანი რაოდენობის ევროპის ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მილიონობით უკრაინელი, ოპერატორებს შორის შეთანხმების წყალობით, უკრაინაში ნათესავებთან ზედმეტი გადასახადის გარეშე ურთიერთობს. ეს რეჟიმი ომის აქტიური ფაზის დაწყებიდან დროებით მოქმედებს.
ამასთან, გასულ წელს ევროკავშირმა დაამტკიცა ევროკომისიის წინადადება ევროკავშირის მობილური როუმინგის უკრაინაში გაფართოების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა და კომპანია „პარვუს ჯგუფი“ აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის ახალი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაციაზე ეპატიჟება

კახა კალაძე – ხელისუფლების სწორი ნაბიჯები და სპორტის მიმართ დამოკიდებულება, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ დღეს სპორტსმენები მხოლოდ სპორტზე ფიქრობდნენ – მახსოვს წლები, როცა სპორტსმენს არა თავის სახეობაზე, არამედ სხვა რაღაცებზე ფიქრი უწევდა

შალვა პაპუაშვილი სპორტსმენებს – პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისას, გახსოვდეთ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის სახელს, ერთიანობასა და შეუპოვარ სულს წარმოაჩენთ – გისურვებთ, საუკეთესო შედეგების მიღწევას და სამშობლოში ამაყად დაბრუნებას