ვოლოდიმირ ზელენსკიმ პეტერ მადიარი კიევში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, პეტერ მადიარი კიევში მიიწვია.

ზელენსკის წერილს უნგრეთში უკრაინის საელჩო ავრცელებს.

კერძოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრსა და უნგრელ ხალხს წმინდა იშტვანის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მოხარული იქნება თუ პეტერ მადიარი კიევს ეწვევა.

“ჩვენს ერებს კეთილმეზობლობის, ორმხრივი პატივისცემისა და თავისუფლებისთვისა და საკუთარი სახელმწიფოებრიობისთვის ერთობლივი ბრძოლის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აერთიანებს. მადლობელი ვართ უნგრეთის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის და ასევე, ჩვენი სახელმწიფოსთვის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში სოლიდარობისთვის”, – წერს ზელენსკი.

მან აღნიშნა უნგრეთის ჰუმანიტარული დახმარება, უკრაინელი ბავშვებისა და მეომრების მკურნალობა, უკრაინის მოქალაქეების მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ უკრაინა აფასებს უნგრეთს “როგორც კეთილ მეზობელსა და სანდო პარტნიორს”.

“დღეს, უნგრელი ერის არჩევანის წყალობით, ორმხრივი ურთიერთობების ახალ ფურცელს ვშლით: ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის, ორმხრივი პატივისცემის, მშვიდობისა და ურთიერთგაგების საფუძველზე. ეს განსაკუთრებით სიმბოლურია, ვინაიდან წელს უკრაინასა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35-ე წლისთავს აღვნიშნავთ”, – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ მოხარული იქნება პეტერ მადიარს დახვდეს კიევში მისთვის ხელსაყრელ უახლოეს დროს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე, პირველივე დღიდან იყო პოლიტიკური – უკვე სააკაშვილის გზით დადიხართ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის მეთოდებს აბრუნებთ, ბოროტებას სჩადიხართ, ფრთხილად იყავით!

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება