ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეას და ვიეტნამს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი, 18-19 ივნისს კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას ეწვევა, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო საქმეთა თავმჯდომარის, კიმ ჩენ ინის მიწვევით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 18-19 ივნისს, მეგობრული სახელმწიფო ვიზიტით, კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას ეწვევა“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსული მედიის ცნობით, პუტინი ჩრდილოეთ კორეას ბოლოს 2000 წელს ეწვია და რესპუბლიკის მაშინდელ ლიდერს, კიმ ჩენ ირს შეხვდა.
ამასთან, ვიეტნამის სახელმწიფო მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინი 19-20 ივნისს ვიეტნამს ეწვევა. მათივე ინფორმაციით, პუტინი ქვეყანაში ვიეტნამის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელის, ნგუენ ფუ ჩონგის მიწვევით ჩავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე