ვიქტორ ორბანი – უნგრეთსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ

უნგრეთსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, სოციალურ პლატფორმა X-ზე ანტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი სთან შეხვედრის შემდეგ წერს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ სთან გამართული მოლაპარაკებები სასიამოვნო იყო.
„უნგრეთსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო კულტურულ და ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე. ჩვენი თანამშრომლობა ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართულებით კვლავ ღრმავდება. ვაფასებთ საქართველოსთან ჩვენს მეგობრობას და თანამშრომლობის გაძლიერების ერთგულები ვრჩებით“, – წერს ვიქტორ ორბანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ცეცხლაძე – პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ დააორგანიზა დღევანდელი აქცია, რომელიც 1 წლის წინ ახალგაზრდების მიერ ფიცის დადებას ეძღვნება – მნიშვნელოვანი დღეა და აქციას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები ვუერთდებით