ვიქტორ ორბანის გაცილებისას გერმანელი პოლიციელი დაიღუპა

24 ივნისს, ქალაქ შტუდგარტში ავტოსაგზაო შემთხვევას 61 წლის გერმანელი პოლიციელი ემსხვერპლა. გერმანული პოლიციის ორი ეკიპაჟი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს აეროპორტში აცილებდა, ევროპის საფეხბურთო ჩემიონატზე უნგრეთისა და შოტლანდიის მატჩის დასრულების შემდეგ. ორბანი გერმანიაში თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდის საქომაგოდ იმყოფებოდა.
სააგენტო როიტერსის თანახმად, 69 წლის მძღოლმა რომელიც BMW-ს მარკის ატომობილს მართავდა გვიან შენიშნა, რომ გზა ესკორტისთვის იყო გადაკეტილი, ავტომობილის მობრუნების მცდელობისას ის ორბანის თანმხლები ერთი პოლიციელის მოტოციკლს დაეჯახა, რომელიც თავის მხრივ შეასკდა მეორე პოლიციელის მოტოციკლს. გერმანელი პოლიციელი, რომლის მოტოციკლეტსაც ავტომობილი დაეჯახა დაიღუპა, მძიმეა მეორე, 27 წლის პოლიციელის მდგომარეობა, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ