“ვისოლი“ განმარტავს რატომ ამოჭრეს რეკლამიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები

კომპანია “ვისოლი“ განმარტავს, თუ რატომ ამოიღეს სარეკლამო რგოლიდან მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის კადრები.

როგორც “ვისოლი“ აღნიშნავს, კომპანიამ მხოლოდ და მხოლოდ დაიცვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები. ინფორმაცია კი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ანდროს კადრის ამოჭრა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან არის რაიმე სახით დაკავშირებული, არის სრული აბსურდი და დეზინფორმაცია.

„მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა „ვისოლის“ ლოიალობის აპლიკაციის სარეკლამო კლიპში.

რეკლამა სატელევიზიო ეთერში აპლიკაციის შემახსენებელი კომუნიკაციის ფარგლებში განმეორებით გავიდა 2024 წლის სექტემბრიდან, რაზეც მსახიობთან დავდეთ დამატებითი კონტრაქტი.

ახალი შეთანხმების საფუძველზე მისი მონაწილეობით კადრის გამოყებების ნებართვა კომპანიას ჰქონდა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით.

შესაბამისად, კომპანიამ მხოლოდ და მხოლოდ დაიცვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მისი კადრის ამოჭრა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან არის რაიმე სახით დაკავშირებული, არის სრული აბსურდი, მტკნარი სიცრუე და დეზინფორმაცია.

აქვე ვაცხადებთ, რომ ჩვენი კომპანია მომავალშიც, ნებისმიერ დროს, სიამოვნებით ითანამშრომლებს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესთან“,-განუცხადეს bm.ge-ს კომპანიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების ავტორებს უილსონ-ზურაბიშვილი & Co პირველი “იაღლიში” მოუვიდათ, ჩვენი ხელისუფლების საერთაშორისო ბოიკოტირების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი რამშტაინის შეხვედრაზე იჯდა

რამშტაინის შეხვედრაზე აშშ-ს მოქმედი თავდაცვის მდივანი თავის კოლეგებს დაემშვიდობა – ეს მისი ამ რანგში უკანასკნელი მონაწილეობა იყო, ხოლო ირაკლი ჩიქოვანი – მიესალმა, ეს მისი ამ რანგში პირველი მონაწილეობა იყო