ვისთვის არის განკუთვნილი პროგრამა iCash?

iCash Cloud-ზე დაფუძნებული POS პროგრამული უზრუნველყოფაა, რომელიც გეხმარებათ მართოთ მარაგები, აკონტროლოთ შესყიდვები, გაყიდვები და ააჩქაროთ პროცესები თქვენს ობიექტზე.
გაყიდვების პროგრამა გაძლევთ საშუალებასმარტივად შექმნათ იმ დოკუმენტების შაბლონები, რომელსაც ხშირად იყენებთ და ამით დაზოგოთ დრო. მოახდინოთ ინვოისებისა და სხვა დოკუმენტების სისტემატიზაცია, მიიღოთ რეპორტები და სტატისტიკები, თვალი ადევნოთ ფინანსებს – შესყიდვებს, გაყიდვებს, ფინანსურ ვალდებულებებს და სხვა. გაფილტროთ ინფორმაცია სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით, თვალყური ადევნოთ პროდუქციის მიღებას და გადაადგილებას სხვადასხვა ობიექტებს შორის.
თუ გაქვთ iCash, ეს ნიშნავს რომ შეგიძლიათ მშვიდადიყოთ, იმიტომ რომ თქვენი ინფორმაცია სანდო ხელშია, ვერანაირი ვირუსი, ხელახალი ინსტალაცია და სხვა პრობლემები ვერ განაპირობებს თქვენი ინფორმაციის დაკარგავს.
რა ტიპის ბიზნესებს ერგება iCash-ის პროგრამული უზრუნველყოფა?
iCash თავსებადია სხვადასხვა ტიპის ბიზნესისთვის, როგორიცაა:
• კაფეები და საცხობები• რესტორნები და ბარები• მაღაზიები და სასურსათო ობიექტები• სწრაფი კვების ობიექტები და საშაურმეები• სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები• ონლაინ მაღაზიები
თუ გაქვთ ონლაინ მაღაზია, დააკავშირეთ ვუკომერსის პლატფორმაზე და მართეთ ყველაფერი ერთი ადგილიდან!
თქვენი ონლაინ მაღაზიის ინტეგრაცია iCash -თნ გაძლევთ საშუალებას, რომ მარტივად ადევნოთ თვალი შეკვეთებს და გაყიდვებს პროგრამის პანელიდან, ინფორმაცია მარაგების შესახებ კი ავტომატურად აკონტროლებს ნაშთებს.
iCash-ის მეშვეობით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ავტომატიზებული სისტემის დახმარებით მომხმარებელს ელ-ფოსტაზე გაუგზავნოთ შენაძენის ინვოისი, ყოველგვარი გართულების გარეშე.არანაირი დაკარგული ინვოისები, მხოლოდ მოსახერხებელი ფუნქციონალი, რომელიც გიმარტივებთ ცხოვრებას.
iCash გაძლევთ შესაძლებლობას, რომ მართოთ და აკონტროლოთ არა მარტო თქვენი გაყიდვების, არამედ მიწოდებების ისტორიაც, ასევე გაწვდით რეპორტებს და ანალიზს:
• თქვენი პროდუქტების მოძრაობის მიხედვით• ხარჯების და შემოსავლების მიხედვით
თუ ინტერნეტი გაითიშება, გააგრძელებს თუ არა iCash მუშაობას მის გარეშე?
დიახ, iCash-ში მუშაობა შეგიძლიათ ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში. I-Cash არის Cloud-ზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ფუნქციონირებს ინტერნეტის გარეშეც. ყველა ტრანზაქცია ავტომატურად სინქრონიზირდება თქვენს ონლაინ სერვერზე, როგორც კი ინტერნეტკავშირი აღდგება. ამიტომ, თქვენს თანამშრომლებს შეუძლიათ გააგრძელონ გაყიდვის პროცესი ინტერნეტის გათიშვის შემთხვევაშიც.
როგორ უნდა დანერგოთ iCash თქვენ ობიექტზე?
პირველ რიგში უნდა ეწვიოთ საიტს, შეავსოთ საიტზე მოცემულ „საცდელ ვერსია“-ში მოთხოვნილი მონაცემები (ელ.ფოსტა, სახელი, ტელეფონის ნომერი) და გააგზავნოთ.
Icash-ს საქართველოში არსებული Start-up-ებისა და სხვა ტიპის ბიზნესების მხარდასაჭერად საუკეთესო შეთავაზება აქვს, რაც გულისხმობს პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას 3 თვიანი საცდელი პერიოდით! უფასო ინსტალაციისა და ტრენინგის შემდეგ, შეგიძლიათ გამოიყენოთ Icash 3 თვის განმავლობაში უფასოდ და შემდეგ ან განაგრძოთ თანამშრომლობა ყოველთვიური/ყოველწლიური გადახდით, ან გააუქმოთ ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე.