ვინ “გაგაღვიძათ”, ბატონო გრიგოლ და რა მიზნით? – დავით ქართველიშვილი გრიგოლ ვაშაძეს

ვინ “გაგაღვიძათ”, ბატონო გრიგოლ და რა მიზნით? – დავით ქართველიშვილი გრიგოლ ვაშაძეს
„ფილმებში რომ იციან წარწერა, ყველა სიუჟეტი გამოგონილია და რაიმე დამთხვევა კინოს პერსონაჟთან შემთხვევითი ხასიათისააო, ანუ, არც მე არ მინდა არაფრის თქმა, მაგრამ, „შემთხვევითი” იყო, რომ რუსული (პოლიტიკურად მეკუთვნის) სერიალის “Спящие-ს“ უკანასკნელი სერიის ყურების მეორე დღეს, საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიაზე დაბარებული იყო ბატონი გრიგოლ ვაშაძე“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
დავით ქართველიშვილი დროებითი საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის მიერ გრიგოლ ვაშაძის გამოკითხვას ეხმაურება.
„თვით სერიალი კი იყო იმ „მიძინებულ” თუ „დაკონსერვებულ” აგენტებზე, რომლებსაც წლების შემდეგ საჭიროების გამო “აღვიძებენ” მათ ტელეფონებზე თუ მეილებზე მოკლე შეტყობინების გაგზავნით: “გაიღვიძე!”. მერე მას ხვდება რეზიდენტურის წარმომადგენელი და აცნობს შესასრულებელ დავალებას. ეს ფილმი ჯერ კიდევ მიტრიალებდა თავში, როდესაც კომისიის სხდომაზე გრიგოლ ვაშაძეს მოულოდნელად ჰკითხეს:
ს საგარეო საქმეთა სამინისტროში რომელ წლებში მოგიწიათ მუშაობა?”. “არც ერთში!” – გაიცა მყისიერი პასუხი, – “მე ვმუშაობდი სსრკ-ს საგარეო უწყებაში და საბჭოთა კავშირის შემდეგ, არც ერთი დღე არ მიმუშავია რუსეთის საგარეოში”. აქ კი ჩავუფიქრდი და კვლავ სერიალისკენ წავედი: 2007 წლამდე, როდესაც რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძემ მიიღო შემოთავაზება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დასაქმების თაობაზე, ეს МГИМО-ს კურსდამთავრებული, გამოცდილი, სტაჟიანი საბჭოთა დიპლომატი “მიძინებულ” მდგომარეობაში იყო 15 წელიწადი (1992-2007 წ.წ.)… ვინ “გაგაღვიძათ”, ბატონო გრიგოლ და რა მიზნით? როგორც ეს თავშივე აღვნიშნე, ამ ჩემს ბოლო წინადადებას კინემატოგრაფიული იუმორით შეხედეთ“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თუ იოსელიანი 3 დღის წინ გაიტაცეს და 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდა, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს? რატომ არ მოითხოვა მყისიერად სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღება და ნაცვლად ამისა რატომ დაელოდა ორშაბათ დღეს, იმისათვის რომ პოლიტიკური შოუ მოეწყო…?

პარტიის თავმჯდომარის ქმარი მოიტაცეს და განცხადება მაშინვე კი არ გააკეთა ბოკუჩავამ, დაელოდა დღეების გასვლას და ახლა გვამცნო?! შინაგან საქმეთა მინისტრი გარია საქმეში – გელა გელაძე რაღა შუაშია, ასეთი პრიმიტიული მეთოდებით ცდილობენ დისკრედიტაციას?

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე-შემიყვანეს ოფიცრის ოთახში. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე, ორივემ ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს. სუნთქვა დამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, ზემოდან მადგას ოფიცერი და ჯვარზე და თავზე მაფურთხებს