ვინც საუბრობს რუსულზე და ქართულს უწოდებს რუსულს, ის მონაწილეობს საუკუნის აფიორაში, შენ რომ არ გინდა ქვეყანაში ომი, არ ნიშნავს, რომ შენი კურსი რუსულია

რუსული კანონი არის ტყუილი. რაც შეეხება რუსულ კურსს, ეს არის ანალოგიური ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, რუსულ კანონზე საუბარი იყო საუკუნის აფიორა.
„ევროკაშირმა თვითონ დააინიცირა ანალოგიური კანონი და ვეღარ იღებს ამ კანონს იმის გამო, რომ მერე საქართველოს უნდა მოთხოვოს ზუსტად იდენტური კანონის გაუქმება, რასაც ევროკავშირში მიზანშეწონილად მიიჩნევდნენ. აქედან ჩანს, რამხელა ფარსზეა საუბარი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვინც საუბრობს რუსულ კანონზე, ის მონაწილეობს საუკუნის აფიორაში. რუსულ კანონზე საუბარი არის, არც მეტი არც ნაკლები, ცრუპენტელობა.
შენ რომ არ გინდა ქვეყანაში ომი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენი კურსი არის რუსული. არ შეიძლება ქართულს უწოდო რუსული. არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერ ქართულს, მათ შორის, ქართულ ეროვნულ ამოცანებს უწოდებენ რუსულს. ვინც არ უნდა იყოს, ვინც საუბრობს რუსულზე და ქართულს უწოდებს რუსულს, ის მონაწილეობს საუკუნის აფიორაში“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო ქართული ტელე და რადიო მაუწყებლობის ისტორია, აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს და ყოველთვის ექნება განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის

„ნაცების“ და გახარია/ხაზარაძის ამომრჩეველმა უნდა გააცნობიერონ, რომ დამნაშავისათვის და ჯაშუშისათვის ხმის მიცემა არის დანაშაული და თუ ამას ვერ გააცნობიერებენ, უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დანაშაულში თანამონაწილეობის გამო

კოლექტიური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ არჩევნების წინ ხელისუფლება მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევს, ვინ არიან ეს მოქალაქეები, ან საერთოდ არიან ასეთები? პასუხი: სიტყვაზე უნდა გვენდოთ, აი ასეთ მოცემულობაში უნდათ ამყოფონ საზოგადოება