ვინც ობიექტურად აფასებს მოვლენებს, ყველასთვის ცხადია, რაც ხდება საქართველოს გარშემო, ჩვენ ვართ ორიენტირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე, ყველა სახელმწიფო სწორედ ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს

ვინც ობიექტურად აფასებს მოვლენებს, ყველასთვის ცხადია, რაც ხდება საქართველოს გარშემო, ჩვენ ვართ ორიენტირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე, ყველა სახელმწიფო სწორედ ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს
ძალიან ვაფასებთ იმ განცხადებებს, რომლებიც კეთდება როგორც აზებაიჯანელი, ისე თურქი მეგობრების მხრიდან, ჩვენ ვართ ორიენტირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს გარშემოც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მეგობრებს, მეზობელ სახელმწიფოებს ძალიან კარგად ესმით, რაც ხდება ქვეყნის გარშემო.
„დღეს, ორმხრივ შეხვედრაზე მე პირადადაც გადავუხადე მადლობა ბატონ ალიევს მისი მხარდამჭერი განცხადებების გამო. ვინც ობიექტურად აკვირდება და აფასებს მოვლენებს, ყველასთვის ცხადია, რაც ხდება საქართველოს გარშემო. ყველასთვის ასევე ცხადია ის, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს გარშემოც.
თქვენ იცით, რამდენად დადებით როლს ასრულებს საქართველო მთლიანად სამხრეთ კავკასიაში და ჩვენს ფართო რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ეს არის ჩვენი საერთო ხედვა – მშვიდობაზე ორიენტირება, განვითარებაზე, კეთილდღეობაზე. ვფიქრობ, რომ ყველა სახელმწიფო სწორედ ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს, თუმცა დღეს, თანამედროვე მსოფლიოში მიდგომები არის, სამწუხაროდ, განსხვავებული. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც კი დასრულდება ომი ში, მაშინვე შეიცვლება მიდგომები. ეს სჭირდება მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკის სწორი მიმართულებით განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ, საფრანგეთმა, ბელგიამ, ესპანეთმა და ნიდერლანდებმა, 2022 წლიდან, როცა რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო, 2025 წლამდე, რუსეთს უფრო მეტი თანხა გადაუხადეს ბუნებრივი აირისთვის, ვიდრე ჯამურად დახარჯეს უკრაინის დახმარებაზე

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მიღწევა ამ 13 წლის განმავლობაში, არის ის მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც 2012 წლიდან დაიწყო. დარწმუნებული ვართ, რომ ამ მტკიცე პოლიტიკით და იმ ხედვით, რომელიც ჩვენს გუნდს გააჩნია, ჩვენი ქვეყანა სულ წინ და წინ ივლის