„ვინც გერმანიაში ვერ წახვედით, გელოდებით ჩვენთან – ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა ჩვენ გუნდს 3014 მეტრიდან“ – ალტიჰატი

დღეს თბილისის დროით 20:00 საათზე, საქართველოს ნაკრების ისტორიულ მატჩის საყურებლად საქართველოში არსებული კაფე-ბარები, რესტორნები და სასტუმროები მომხმარებელს სპეციალურ სივრცეს სთავაზობენ. გამონაკლისი, არც ყაზბეგში ზღვის დონიდან 3014 მეტრზე, მყინვარის ენაზე მდებარე ალპური სასტუმრო „ალტიჰატია“
„ვინც გერმანიაში ვერ წახვედით, გელოდებით ჩვენთან – ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა ჩვენ გუნდს 3014 მეტრიდან“ წერს ალტიჰატი.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „ალტიჰატის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ალავიძე აღნიშნავს მომხმარებლის დასახვედრად სამზადისი დაწყებულია და ყველას ვინც მთაშია ექნება შესაძლებლობა, რომ 3014 მეტრიდან უგულშემატკივროს საქართველოს ნაკრებს.
„მოლოდინი გვაქვს, რომ ამ თამაშს აუცილებლად მოვიგებთ, რატომღაც ასეთი განწყობა გვაქვს, ძალიან გვიახარია, რომ ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იქნება წარმოდგენილი და ყველას ვეპატიჟებით თამაშიც საყურებლად. სამზადისი უკვე დაწყებულია ყველაფერი მოწყობილი გვაქვს.
სადაც არ უნდა იყო ყველგან შეიძლება ფეხბურთს უგულშემატკივრო და განსაკუთრებით მათ ვინც მთაშია ექნება შესაძლებლობა, რომ შემოგვიერთდეს და იმედია ყველანი ძალიან გავიხარებთ და 3014 მეტრიდან მივაწვდენთ ხმას ჩვენ ნაკრებს“ – აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.