ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი:
5 გრამ და მეტ მარიხუანაზე ციხეაო, ისეთ ჯამაათს აქვს აღტაცების ყიჟინა, კორპუსების ეზოების ფანჩატურებში რომ ეწევა დღე და ღამე, საკუთარი შვილებისა და ზოგიც, შვილიშვილების თვალწინ.
ეგ კი არა, შპრიცებითაა სავსე ეზოები და სადარბაზოები. დამხმარე შენობებში “პრიტონები” აქვთ მოწყობილი. მერე ეგენი სხედან და სერიოზულად განიხილავენ, დასავლეთში ნარკომანები არიან, ძმაო, მაგათთან რა გვესაქმებაო. ძირითადად, ეგ ის ხალხია, არჩევნებზე რომ მუქთად აქვთ ალკოჰოლიც, მძიმე ნატკოტიკიც და მარიხუანაც – ურიგებენ მაგ დროს, ხმების მობილიზების სანაცვლოდ. და რომელიმე მათგანს თუ აზროვნების უნარი აქვს, კი უნდა ხვდებოდეს, მაგ მძიმე კანონებით რომ გაასამართლებენ, მაგათ თუ – არა, მათ შვილებს, რომელიც მონობაზე უარს იტყვის და განსხვავებული აზრის გამოთქმას, ან სოცქსელში დაფიქსირებას გაბედავს. მერე იმ სასამართლოში მედია ხომ ვერ გადაიღებს და უფასო ადვოკატი ხომ აღარ ეყოლება, პლუს, კიდევ ერთ სიახლეს ამატებენ – მოწმე იქნება ანონიმური, ანუ არ გეცოდინებათ, ვინ არის თქვენ წინააღმდეგ, ვისი ჩვენებისა და არგუმენტის საფუძველზე გიმტკიცდებათ, რომ ან მარიხუანა გქონდათ, ან სხვა დანაშაული ჩაიდინეთ. ამბის გამომტანი არავინ იქნება და იცით, ვისი ბრალია ეს? ვის დაკავებასაც მერე დაიწყებენ, ჩვენ რომ ბოლომდე გაგვანადგურებენ, აი მაგათ კისერზე იქნება ეგ ცოდვა ზუსტად! მაგრამ ვინც გაიგო, უკვე ყვირის და ვინც ვერ გაიგო, ციხეშიც ასე გაუგებრად შევა. ჰო, არ დამავიწყდეს, ნარკომომხმარებლებისთვის მკურნალობა იქნება სავალდებულო. მერე რა, რომ ზოგი ისეთ ფაზაშია, არანაირი მკურნალობა რომ არ უშველის, სახელმწიფო მოძებნის, ფული სად და როგორ დახარჯოს.
აბა ბედნიერად!
