“ვინც აქამდე ეს ვერ გაიგო, არც იმას ეშველება რამე” – ეკა ხერხეულიძე

პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი, ეკა ხერხეულიძე:

სრული სიბრიყვეა ცალკეული ფრაზებით აღფრთოვანება და ე.წ კომისიაზე გამოცხადების გამართლება. ჰააგას და სტრასბურგის გადაწყვეტილების რევიზია არის მთლიანად პოლიტიკურად მოტივირებული და სიმართლის დადგენასთან არაფერი ესაქმება. ტყუილ-მართალის აზელვა მხოლოდ ქოცური პროპაგანდის საკვებია და არანაირი სარგებელი ხალხისთვის არ მოაქვს. არ არსებობს წესიერი ადამიანი, ვისაც აქამდე პასუხი არ აქვს კითხვაზე-“ვინ დაიწყო ომი”. ეს “კომისია” ასრულებს ოკუპანტი ქვეყნის დაკვეთას და უკვე დაწერილი დასკვნის გადახედვა იმის გათვალისწინებით არ მოხდება გამოცხადებული პირებიდან თუ ვინ რას იტყვის. მიზანი ერთია-ს სასარგებლოდ არგუმენტების გამყარება და ს ომის დამნაშავედ გამოცხადება. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არის შემდეგი-რეჟიმი მარტო უნდა დარჩეს ქართული სახელმწიფოსთვის დამაზიანებელ კითხვებთან ერთად და არ ჰყავდეს მოპასუხე. ვინც აქამდე ეს ვერ გაიგო, არც იმას ეშველება რამე

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ევროპელი ელჩი კადრულობს და ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირში, ახალგაზრდებში, 20%-ს გადააჭარბა ერთნაირსქესიანთა წყვილების რაოდენობამ – ევროპის ქვეყნები ვერ ან არ იცავენ საკუთარ მოსახლეობას ბიუროკრატიისგან და უნდათ, ეს ყველაფერი გადმოიტანონ საქართველოზეც, რისკები სერიოზულია