ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, მსგავს საკითხებზე ჩვენი მხრიდან პოზიტიური პასუხი ვერ იქნება

ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, მსგავს საკითხებზე ჩვენი მხრიდან პოზიტიური პასუხი ვერ იქნება, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის შეკითხვას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე. როგორც მან აღნიშნა, თუ ოკუპანტი მსგავს საკითხებზე დაიწყებს საქართველოსთვის პოზიტიურ კონტექსტში საუბარს, შემდეგ შეიძლება ყველაფერზე ლაპარაკი, მაგრამ ვიდრე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს, ასეთი სუბიექტი და ოკუპანტი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე დადებით პასუხს ვერ მიიღებს.
„ვიდრე საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული მსგავს საკითხებზე ჩვენი მხრიდან პოზიტიური პასუხი ვერ იქნება, მაგრამ როდესაც ოკუპანტი ამ საკითხზე დაიწყებს საქართველოსთვის პოზიტიურ კონტექსტში საუბარს, მერე ვილაპარაკოთ ყველაფერზე, მაგრამ ვიდრე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს, ასეთი სუბიექტი და ოკუპანტი ქვეყანა და მხარე, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ჩვენი მხრიდან დადებით პასუხს ვერ მიიღებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Previous: ეს დასკვნა, რომელიც დაიდება, მისთვის იქნება მორიგი განაჩენიც – მიხეილ სააკაშვილზე
Next: გამოძიების დროს ნანუკა [ჟორჟოლიანი] შემოვარდა ორი ოპერატორით და რუსთავი 2-ის ეთერში გამომაცხადა, რომ ვარ იაპონურ მაფიასთან შეკრული

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა