ვიდეო – პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი გაიტაცეს

პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი გაიტაცეს, ვიდეოს ,სადაც მისი მანქანაა, მისი რძალი მარიამ ივანიძე ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ კოტე ჩახუნაშვილთან პოლიციაც იყო მისული და ამასთან დაკავშირებით, „პედიატრი ძმები“ განცხადებასაც ავრცელებდა:
მეგობრებო, მოვიდნენ კოტესთან და დაკითხვაზე იბარებენ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც დაკონკრეტებული არ არის.
უარი განაცხადა განყოფილებაში მისვლაზე და სასამართლოში მივა გამოკითხვაზე.
რუსული რეჟიმის ერთ-ერთი დაშინების მეთოდია მსგავსი ტაქტიკები.
ბრძოლა გრძელდება მანამ, სანამ რუსული რეჟიმი არ მოშორდება ძალაუფლებას და არ გაიმარჯვებს საქართველო!
უწყება გაგზავნილიაო 30 კაცთან ანუ მასიურად ცდილობენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
პ.ს. ვინც აქამდე ჩუმად იყავით და სისტემას ემსახურებით, იმედია, ყურებს გამოიფხეკთ, თქვენზე დგას ეს სისტემა და სანამ დროა განუდექით, თორე ჩაყვებით მოუსავლეთში კოლექტიურ ბიძინას.
შეგახსენებთ, პედიატრი კოტე ჩახუნაშვილი რამდენიმე წელია სამოქალაქო აქტივისტია და მიმდინარე პროცესებშიც მისი ჩართულობა მაღალი იყო.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია
https://

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით წარმოჩინდება, რომ დიდი ბრიტანეთი „დიფ სთეითმა“, იგივე „გლობალურმა ომის პარტიამ“ მორიგ სათამაშოდ აქცია, როგორც უკრაინა, ლიეტუვა, ესტონეთი და ევროპარლამენტი

ევროპარლამენტარები: „ქართული ოცნება“ თავსაც აღარ აჩვენებს, თითქოს ევროპული მომავალი სურს – მოვუწოდებთ ევროკავშირს პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილსა და კობახიძეს – შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო