ვიდეო: “პატრიარქის მილოცვის გაყალბების მტკიცებულებად წარმოგიდგენთ მხოლოდ ერთ პატარა ფრაგმენტს” – რა ვიდეოს ავრცელებს ვახო სანაია

ჟურნალისტი, ვახო სანაია, სოციალურ ქსელში წერს, რომ პატრიარქის საახალწლო მილოცვა გაყალბებულია და მეტიც, ის უხეში მონტაჟია.

“პატრიარქის “ახალი მილოცვა” გაყალბებულია, იკითხება უხეში მონტაჟიც, შეერთებულია სხვადასხვა პერიოდის ფრაზები და იმეორებს ძველი გამოსვლების ფრაგმენტებს.

გაყალბების მტკიცებულებად წარმოგიდგენთ მხოლოდ ერთ პატარა ფრაგმენტს. შარშანდელი გაიმეორეს წელს – მიამატეს კიდევ რაღაცები სხვა პერიოდიდან. გამოყენებულია ფრაზები და ხმები, სადაც ისმის სიტყვები – მშვიდობიანი, მშვიდობა.
უბრალოდ, გვაინტერესებს ამის გაკეთება რატომ დასჭირდათ ?

სპეკულაციებისთვის რატომ უნდა რჩებოდეს სივრცე ან რატომ უნდა ახსენდებოდეს ვინმეს სისხლის სამართლის კოდექსი, რომ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობით სარგებლობა, გაყალბება და მის ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება დანაშაულია.
პატარა განმარტება დაუსვამდა წერტილს ხალხში გავრცელებულ ჭორებს იმის შესახებ, ვიღაცები ბოროტად ხომ არ სარგებლობენ პატრიარქის ასაკით.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბერს საშუალო ზომის მილოცვა (ოღონდ ტექსტისა და არა ვიდეოს სახით) გამოქვეყნდა პატრიარქის სახელით, სადაც ს შემაჯამებელ ოქმზე დაყრდნობით, ,,ქართულ ოცნებას” ულოცავს გამარჯვებას, ასევე გამოთქვამს იმედს, რომ ,,ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის”.

ამის შემდეგ, საახალწლო მიმართვამდე ერთი დღით ადრე, 30 დეკემბერს, მისალოცი ტექსტი ქვეყნდება სთვის.” – წერს ვახო სანაია.

ნახეთ ვიდეო:

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების ავტორებს უილსონ-ზურაბიშვილი & Co პირველი “იაღლიში” მოუვიდათ, ჩვენი ხელისუფლების საერთაშორისო ბოიკოტირების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი რამშტაინის შეხვედრაზე იჯდა

რამშტაინის შეხვედრაზე აშშ-ს მოქმედი თავდაცვის მდივანი თავის კოლეგებს დაემშვიდობა – ეს მისი ამ რანგში უკანასკნელი მონაწილეობა იყო, ხოლო ირაკლი ჩიქოვანი – მიესალმა, ეს მისი ამ რანგში პირველი მონაწილეობა იყო